https://sputnik-georgia.com/20250605/tbilisi-mamakaci-mokles-dawrilia-kidev-ori-piri-293659855.html
თბილისში მამაკაცი მოკლეს: დაჭრილია კიდევ ორი პირი
თბილისში მამაკაცი მოკლეს: დაჭრილია კიდევ ორი პირი
Sputnik საქართველო
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T17:39+0400
2025-06-05T17:39+0400
2025-06-05T17:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284479535_0:110:2362:1439_1920x0_80_0_0_6d260558ffbb183406b4c3cd5b92ddbe.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე სამი პირი ცივი იარაღით დაჭრეს, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2". შემთხვევა გურამიშვილის გამზირზე, მეტროს სადგურ „ღრმაღელის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 40 წლის კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 4 ივნისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - 1983 წელს დაბადებული რ.რ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების შედეგად, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284479535_412:193:2250:1572_1920x0_80_0_0_1e5e141e9542a0d9f5b62ff1dbb0790e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, კრიმინალი საქართველოში
თბილისში მამაკაცი მოკლეს: დაჭრილია კიდევ ორი პირი
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე სამი პირი ცივი იარაღით დაჭრეს, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
შემთხვევა გურამიშვილის გამზირზე, მეტროს სადგურ „ღრმაღელის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 40 წლის კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 4 ივნისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - 1983 წელს დაბადებული რ.რ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების შედეგად, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.