https://sputnik-georgia.com/20250605/saqartvelo-vs-farerebi-sanioli-iol-sexvedras-ar-elodeba-293654135.html
საქართველო vs ფარერები: სანიოლი იოლ შეხვედრას არ ელოდება
საქართველო vs ფარერები: სანიოლი იოლ შეხვედრას არ ელოდება
Sputnik საქართველო
ფრანგი სპეციალისტის თქმით, სეზონის ბოლოს საერთაშორისო მატჩები ძალიან რთულია ფეხბურთელებისთვის, რომლებიც საკმაოდ დაიღალნენ. 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T14:57+0400
2025-06-05T14:57+0400
2025-06-05T14:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259410942_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_478af7d20255db1e5a135e91cbdbb99d.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფარერის კუნძულების ნაკრებთან, რომლის ფეხბურთელებიც დაცვაში საკმაოდ მჭიდროდ თამაშობენ, მარტივ მატჩს არ უნდა ელოდოს, განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.საქართველოს ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან ამხანაგური მატჩის წინა დღეს „დინამო არენაზე“ ვარჯიში გამართა. ვარჯიშში 23 მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.ფრანგი სპეციალისტის თქმით, სეზონის ბოლოს საერთაშორისო მატჩები ძალიან რთულია ფეხბურთელებისთვის, რომლებიც საკმაოდ დაიღალნენ.რაც შეეხება კაპიტნის სამკლავურს, ფარერის კუნძულებთან მატჩში გუნდს მოედანზე მეკარე გეორგი ლორია გაიყვანს. ლორიამ თქვა, რომ ეს მატჩი მისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება.მთავარი მწვრთნელის თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ გავა მოედანზე შეხვედრის პირველი წუთებიდან. „წინასწარ არ მაქვს გადაწყვეტილი, ვის ვათამაშებ. ეს ფეხბურთელების მზადყოფნაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა სანიოლმა.მისი თქმით, ეროვნული ნაკრების დებიუტანტ გიორგი გაგუას თავისი პოტენციალის გამოსავლენად ცოტა მეტი დრო სჭირდება, ნიკა გაგნიძემ კი ბოლო ვარჯიშის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.ოთხშაბათს, მატჩისწინა ვარჯიშს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე არ დაესწრო. სამწვრთნელო შტაბის ცნობით, თავდამსხმელს ტრავმა აქვს.ფარერის კუნძულებთან მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.ფარერის კუნძულებთან მატჩის შემდეგ, 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს კაბო-ვერდეს ნაკრებთან გამართავს. თამაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუნდის ლიდერებს - ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილს, გიორგი ჩაკვეტაძეს, გიორგი ქოჩორაშვილს, ზურიკო დავითაშვილს, ოთარ კიტეიშვილს და გიორგი მიქაუტაძეს დასვენების საშუალება მისცა.ნაკრებში ოთხი დებიუტანტი გამოიძახეს - დავით კერესელიძე, საბა ხარებაშვილი, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა, ნიკა გაგნიძე და გიორგი გაგუა.ორივე ამხანაგური მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ნაწილი იქნება, რომელიც 4 სექტემბერს თურქეთთან მატჩით დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259410942_37:0:1318:961_1920x0_80_0_0_155d299f5d64f85d7aa81ea63a06f1c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველო vs ფარერები: სანიოლი იოლ შეხვედრას არ ელოდება
ფრანგი სპეციალისტის თქმით, სეზონის ბოლოს საერთაშორისო მატჩები ძალიან რთულია ფეხბურთელებისთვის, რომლებიც საკმაოდ დაიღალნენ.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფარერის კუნძულების ნაკრებთან, რომლის ფეხბურთელებიც დაცვაში საკმაოდ მჭიდროდ თამაშობენ, მარტივ მატჩს არ უნდა ელოდოს, განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან ამხანაგური მატჩის წინა დღეს „დინამო არენაზე“ ვარჯიში გამართა. ვარჯიშში 23 მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.
„რას ველოდებით ფარერების ნაკრებისგან? დაცვაში მჭიდროდ თამაშობენ, რის გამოც სომხეთსა და ჩეხეთს პრობლემები შეუქმნეს. ამიტომ, იოლ შეხვედრას არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა სანიოლმა.
ფრანგი სპეციალისტის თქმით, სეზონის ბოლოს საერთაშორისო მატჩები ძალიან რთულია ფეხბურთელებისთვის, რომლებიც საკმაოდ დაიღალნენ.
რაც შეეხება კაპიტნის სამკლავურს, ფარერის კუნძულებთან მატჩში გუნდს მოედანზე მეკარე გეორგი ლორია გაიყვანს. ლორიამ თქვა, რომ ეს მატჩი მისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება.
მთავარი მწვრთნელის თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ გავა მოედანზე შეხვედრის პირველი წუთებიდან. „წინასწარ არ მაქვს გადაწყვეტილი, ვის ვათამაშებ. ეს ფეხბურთელების მზადყოფნაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, ეროვნული ნაკრების დებიუტანტ გიორგი გაგუას თავისი პოტენციალის გამოსავლენად ცოტა მეტი დრო სჭირდება, ნიკა გაგნიძემ კი ბოლო ვარჯიშის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.
ოთხშაბათს, მატჩისწინა ვარჯიშს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე არ დაესწრო. სამწვრთნელო შტაბის ცნობით, თავდამსხმელს ტრავმა აქვს.
ფარერის კუნძულებთან მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ფარერის კუნძულებთან მატჩის შემდეგ, 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს კაბო-ვერდეს ნაკრებთან გამართავს. თამაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუნდის ლიდერებს - ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილს, გიორგი ჩაკვეტაძეს, გიორგი ქოჩორაშვილს, ზურიკო დავითაშვილს, ოთარ კიტეიშვილს და გიორგი მიქაუტაძეს დასვენების საშუალება მისცა.
ნაკრებში ოთხი დებიუტანტი გამოიძახეს - დავით კერესელიძე, საბა ხარებაშვილი, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა, ნიკა გაგნიძე და გიორგი გაგუა.
ორივე ამხანაგური მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ნაწილი იქნება, რომელიც 4 სექტემბერს თურქეთთან მატჩით დაიწყება.