https://sputnik-georgia.com/20250605/saqartvelo-samxret-koreasi-saertasoriso-turistul-gamofenaze-wardga-293654867.html
საქართველო სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგა
საქართველო სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგა
Sputnik საქართველო
სეულის 4 დღიან ტურისტულ გამოფენაში SITF, 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T14:19+0400
2025-06-05T14:19+0400
2025-06-05T14:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
სამხრეთი კორეა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0b/282174776_47:0:1553:847_1920x0_80_0_0_af05f607847159c39689f5336bf8a1ce.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სეულის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყება სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF 2025 ეროვნული სტენდით მონაწილეობს. აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ღონისძიების ფარგლებში, მაია ომიაძე მოლაპარაკებებს მართავს წამყვან ტურისტულ, მარკეტინგულ და მედია კომპანიებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, მათ შორისა: Lotte Tour, Hanjin Travel და Cheil Worldwide. „შეხვედრები გვქონდა წამყვან კორეულ ტურისტულ კომპანიებთან, მედიის წარმომადგენლებთან, ინფლუენსერებთან, რომ კორეელები საქართველოს უკეთ გაეცნონ, დაინტერესდნენ და დაგეგმონ მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა მაია ომაძემ. გამოფენის ფარგლებში, კორეაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ღონისძიებაც Emotions Are Georgia გაიმართა, სადაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სეულის ოთხდღიან ტურისტულ გამოფენაში SITF 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გამოფენას 72 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0b/282174776_236:0:1365:847_1920x0_80_0_0_840d7c282752796e8a333ed22ab89266.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სამხრეთი კორეა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სამხრეთი კორეა
საქართველო სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგა
სეულის 4 დღიან ტურისტულ გამოფენაში SITF, 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სეულის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყება სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF 2025 ეროვნული სტენდით მონაწილეობს. აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვგეგმავთ კორეულ ბაზარზე მუშაობას, რომ შევქმნათ დივერსიფიცირებული სექტორი მოგზაურებისთვის და ბევრად მეტი განსხვავებული ტურისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, მაია ომიაძე მოლაპარაკებებს მართავს წამყვან ტურისტულ, მარკეტინგულ და მედია კომპანიებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, მათ შორისა: Lotte Tour, Hanjin Travel და Cheil Worldwide.
„შეხვედრები გვქონდა წამყვან კორეულ ტურისტულ კომპანიებთან, მედიის წარმომადგენლებთან, ინფლუენსერებთან, რომ კორეელები საქართველოს უკეთ გაეცნონ, დაინტერესდნენ და დაგეგმონ მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა მაია ომაძემ.
გამოფენის ფარგლებში, კორეაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ღონისძიებაც Emotions Are Georgia გაიმართა, სადაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
სეულის ოთხდღიან ტურისტულ გამოფენაში SITF 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გამოფენას 72 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.