https://sputnik-georgia.com/20250605/ruset-ukrainis-konfliqti-293652123.html
მოსაზრება: რუსეთის ბალტიის ფლოტი მეკობრეების გასანადგურებლად მზადაა
მოსაზრება: რუსეთის ბალტიის ფლოტი მეკობრეების გასანადგურებლად მზადაა
Sputnik საქართველო
ბალტიის ფლოტი სწავლების ფარგლებში ამუშავებს მეკობრეებისა და ტერორისტების ზღვის, საჰაერო სივრცისა და ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების ძალებისა და საშუალებების... 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T10:15+0400
2025-06-05T10:15+0400
2025-06-05T10:15+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/05/277387946_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_49aea8efe74b527b949219433b08e621.jpg
ბალტიის ფლოტი სწავლების ფარგლებში ამუშავებს მეკობრეებისა და ტერორისტების ზღვის, საჰაერო სივრცისა და ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების ძალებისა და საშუალებების გამოყენებით, განადგურების ტაქტიკასა და მეთოდებს.რუსეთის ბალტიის ფლოტის დაგეგმილი სწავლება 27 მაისს დაიწყო, ჩრდილოეთის ფლოტის ძალების მონაწილეობით, საჰაერო-კოსმოსური ძალების, ასევე მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების ავიაციის მხარდაჭერით. საერთო ჯამში, ჩართულია, დაახლოებით, 3000 სამხედრო მოსამსახურე, 20-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. რუსული ხომალდები განლაგებულნი არიან ბალტიის ზღვის განსაზღვრულ რაიონებში. მთავარი ამოცანაა, ხელსაყრელი რეჟიმის ოპერატიულად უზრუნველყოფა და ბაზირების პუნქტების დაცვა. ეკიპაჟები ავარჯიშებენ საზღვაო და საჰაერო მიზნების ცეცხლსასროლი დაზიანების, ასევე მტრის უპილოტო კატერებთან ბრძოლის მეთოდებს, შავი ზღვის გამოცდილების გათვალისწინებით, NATO-ს ტიპის Magura-7 კატერისა და მასზე დაყენებული ამერიკული მართვადი რაკეტების AIM-9M Sidewinder-ის განადგურების მაგალითზე.სწავლების ფარგლებში, ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში მყოფმა მცირე წყალქვეშა ნაღმოსანმა ხომალდებმა უკვე განახორციელეს არტილერიული სროლები 76.2 მმ-იან და 30 მმ-იან ზარბაზნებიდან. ბალტიის ფლოტის დიზელის წყალქვეშა ნავმა ტორპედებით დაარტყა მიზანს, რომელიც მტრის ზედაპირულ ხომალდს ასახავდა. დივერსიული ძალების და საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის რაზმმა განახორციელა ბაზირების პუნქტების მიმდებარე აკვატორიის შემოწმება და დივერსიული საფრთხის გასანეიტრალებლად ნაღმტყორცნიდან ცეცხლი გახსნა.ბალტიის მეზღვაურებმა (საერთოდ არა მეგობრულად განწყობილი მეზობლებისთვის) თავიანთი მზადყოფნა აჩვენეს ტერორისტების მიერ გატაცებული სამოქალაქო გემის გასათავისუფლებლად. გვახსოვს „გაზაფხულის გამწვავება“ ესტონეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ქვეშ, რომელიც პიარული საბაბით — რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლის სახელით ცდილობდა ბალტიის ზღვაში მეკობრეობრივი პრეცედენტის შექმნას.სწავლების ლეგენდის მიხედვით, შეიარაღებულმა ჯგუფმა ხელში ჩაიგდო სამოქალაქო გემი (რომლის როლსაც სამაშველო ბუქსირი ასრულებდა). ბალტიის ფლოტის სარდლობამ სწრაფად გაგზავნა შემთხვევის ადგილზე საპატრულო და დივერსიის საწინააღმდეგო კატერები სპეცრაზმით, ასევე საზღვაო ავიაციის ვერტმფრენები დესანტური ქვედანაყოფებით. სპეცრაზმელები ზღვით და ჰაერით გადავიდნენ გატაცებულ გემზე, დაბლოკეს და გაანეიტრალეს პირობითი ტერორისტები, გაანთავისუფლეს ეკიპაჟი.ბალტიის ზღვა მშვიდობიანი აღარ არის. 26 მაისს ლენინგრადის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევმა თათბირი ჩაატარა, რომელიც ბალტიის ზღვაში საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას ეხებოდა. იქ მიღებული იქნა სერიოზული რეაგირების ზომები მზარდ დივერსიულ-ტერორისტულ საფრთხეებზე, რაც უკავშირდება როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო დრონების გამოყენებას. ითქვა – და შესრულდა.ბალტიის ზღვაში რუსეთისა და ნატოს საზღვაო მანევრები ერთმანეთს დაემთხვა და სწორედ ამაში იმალება ესკალაციის საფრთხე. ნატოს სწავლებები Baltops-2025 3 ივნისს დაიწყო. მონაწილეობს დაახლოებით, 50 ერთეული საზღვაო ტექნიკა, მათ შორის — გამანადგურებელი PaulIgnatius (შეიძლება, იყოს აღჭურვილი 56-მდე Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტით, 2500 კმ რადიუსით) და მე-6 ოპერატიული ფლოტის შტაბის გემი MountWhitney.Baltops-2025-ის ოფიციალური ამოცანაა ყველა ტიპის უპილოტო სისტემებთან ბრძოლაა. ამავდროულად, ალიანსი გეგმავს, ბალტიის ზღვაში განათავსოს 80-მდე საკუთარი საზღვაო უპილოტო კატერი (USV).ნატოს მიერ 2025 წლის იანვარში ბალტიის რეგიონში დაწყებული ოპერაცია „ბალტიის მცველი“, რომლის ფარგლებშიც განთავსდა რვა ეკიპაჟიანი საპატრულო კატერი და ნაღმსაწინააღმდეგო გემი, აშკარად არასაკმარისია რუსეთის „შეკავებისთვის“. აღარაფერს ვამბობთ იმ „ნაპოლეონურ“ გეგმებზე, რომლებითაც კალინინგრადის ოლქის საზღვაო ბლოკადაა ჩაფიქრებული.ბალტიის ქვეყნების „ოპერეტული ფლოტი“ ვერ დააშინებს და ზეწოლას ვერ მოახდენს ლიფსიტებზეც კი. თუმცა, ლიტვამ და ესტონეთმა პირველებმა თქვეს ნატოში, რომ მზად არიან, თავდაცვის ბიუჯეტი 5%-მდე გაზარდონ. პოლონეთი აძლიერებს სამხედრო ინფრასტრუქტურას კალინინგრადის მახლობლად, ხოლო ალიანსის ძალები, რომლებიც რუსეთის საზღვრებთან მანევრირებენ, ღიად ამუშავებენ სცენარებს, რომლებიც მოიცავს კალინინგრადის ოლქის დაკავებასა და პრევენციულ იერიშებს რუსეთის ბირთვულ ობიექტებზე.ნატოს მთელი ოპერატიულ-პროვოკაციული აქტიურობა ბალტიის რეგიონში (Baltic Sentry, Defender, Baltops) რეალურ სამხედრო საფრთხეს ქმნის, რაზეც მოსკოვი იძულებულია, რეაგირება მოახდინოს, როგორც სიტყვით, ისე საქმით.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრეგრუშკომ 4 ივნისს განაცხადა, რომ Baltops-2025 არის ნატოს მზადების ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირებისთვის:ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდტრამპის „მშვიდობიანი ინიციატივების“ ფონზე, რომელიც უკრაინის კონფლიქტის (მათი თვალსაზრისით „უმადური“) დარეგულირებას უკავშირდება, ევროპის ტერიტორიაზე მასშტაბური სწავლება Defender-25 (11 მაისი – 24 ივნისი) მიმდინარეობს. ეს მანევრები ფარავს Baltops-ს და ასახავს ამერიკულ კონცეფციას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, რომელიც სრულიად უგულებელყოფს ევროპის უსაფრთხოებას.პენტაგონის მსგავსი ოპერაციები მიმართულია რუსეთის დაშინებისაკენ, იმ რუსეთისა, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე მძიმე რეალობაში, ფაქტობრივად, სტრატეგიული მარცხი აგემა აშშ-სა და ნატოს. ნუთუ ვინმეს ისევ აქვს რევანშის იმედი ბალტიის რეგიონში? შესაძლოა, რადგან დასავლეთმა ვერ „ისწავლა გაკვეთილები“ ავღანელითალიბებისგან და იემენელი ჰუსიტებისგან.ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ნატოს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი მენტალურად უწიფარია. საფრანგეთმა და ლიტვამ სულ ახლახან გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის გეგმა, რომელიც გულისხმობს, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას ბალტიის ზღვაში.აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბალტიის ზღვაში შემოვიდა საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების რადიოელექტრონული სადაზვერვო გემი Dupuyde Lôme, რომელიც რუსეთის ფლოტზე დაკვირვებას ახორციელებს.შეგახსენებთ, რომ ამ გემის ვიზიტებმა შავ ზღვაში 2006–2014 წლებში არათუ ხელი არ შეუწყო უკრაინული კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, არამედ საპირისპირო შედეგი გამოიღო.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/05/277387946_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_118ae358b52be94931ee730f22ceee8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მოსაზრება
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მოსაზრება
ბალტიის ფლოტი სწავლების ფარგლებში ამუშავებს მეკობრეებისა და ტერორისტების ზღვის, საჰაერო სივრცისა და ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების ძალებისა და საშუალებების გამოყენებით, განადგურების ტაქტიკასა და მეთოდებს.
რუსეთის ბალტიის ფლოტის დაგეგმილი სწავლება 27 მაისს დაიწყო, ჩრდილოეთის ფლოტის ძალების მონაწილეობით, საჰაერო-კოსმოსური ძალების, ასევე მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების ავიაციის მხარდაჭერით. საერთო ჯამში, ჩართულია, დაახლოებით, 3000 სამხედრო მოსამსახურე, 20-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
რუსული ხომალდები განლაგებულნი არიან ბალტიის ზღვის განსაზღვრულ რაიონებში. მთავარი ამოცანაა, ხელსაყრელი რეჟიმის ოპერატიულად უზრუნველყოფა და ბაზირების პუნქტების დაცვა. ეკიპაჟები ავარჯიშებენ საზღვაო და საჰაერო მიზნების ცეცხლსასროლი დაზიანების, ასევე მტრის უპილოტო კატერებთან ბრძოლის მეთოდებს, შავი ზღვის გამოცდილების გათვალისწინებით, NATO-ს ტიპის Magura-7 კატერისა და მასზე დაყენებული ამერიკული მართვადი რაკეტების AIM-9M Sidewinder-ის განადგურების მაგალითზე.
სწავლების ფარგლებში, ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში მყოფმა მცირე წყალქვეშა ნაღმოსანმა ხომალდებმა უკვე განახორციელეს არტილერიული სროლები 76.2 მმ-იან და 30 მმ-იან ზარბაზნებიდან. ბალტიის ფლოტის დიზელის წყალქვეშა ნავმა ტორპედებით დაარტყა მიზანს, რომელიც მტრის ზედაპირულ ხომალდს ასახავდა. დივერსიული ძალების და საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის რაზმმა განახორციელა ბაზირების პუნქტების მიმდებარე აკვატორიის შემოწმება და დივერსიული საფრთხის გასანეიტრალებლად ნაღმტყორცნიდან ცეცხლი გახსნა.
ბალტიის მეზღვაურებმა (საერთოდ არა მეგობრულად განწყობილი მეზობლებისთვის) თავიანთი მზადყოფნა აჩვენეს ტერორისტების მიერ გატაცებული სამოქალაქო გემის გასათავისუფლებლად. გვახსოვს „გაზაფხულის გამწვავება“ ესტონეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ქვეშ, რომელიც პიარული საბაბით — რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლის სახელით ცდილობდა ბალტიის ზღვაში მეკობრეობრივი პრეცედენტის შექმნას.
სწავლების ლეგენდის მიხედვით, შეიარაღებულმა ჯგუფმა ხელში ჩაიგდო სამოქალაქო გემი (რომლის როლსაც სამაშველო ბუქსირი ასრულებდა). ბალტიის ფლოტის სარდლობამ სწრაფად გაგზავნა შემთხვევის ადგილზე საპატრულო და დივერსიის საწინააღმდეგო კატერები სპეცრაზმით, ასევე საზღვაო ავიაციის ვერტმფრენები დესანტური ქვედანაყოფებით. სპეცრაზმელები ზღვით და ჰაერით გადავიდნენ გატაცებულ გემზე, დაბლოკეს და გაანეიტრალეს პირობითი ტერორისტები, გაანთავისუფლეს ეკიპაჟი.
ბალტიის ზღვა მშვიდობიანი აღარ არის. 26 მაისს ლენინგრადის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევმა თათბირი ჩაატარა, რომელიც ბალტიის ზღვაში საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას ეხებოდა. იქ მიღებული იქნა სერიოზული რეაგირების ზომები მზარდ დივერსიულ-ტერორისტულ საფრთხეებზე, რაც უკავშირდება როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო დრონების გამოყენებას. ითქვა – და შესრულდა.
ბალტიის ზღვაში რუსეთისა და ნატოს საზღვაო მანევრები ერთმანეთს დაემთხვა და სწორედ ამაში იმალება ესკალაციის საფრთხე. ნატოს სწავლებები Baltops-2025 3 ივნისს დაიწყო. მონაწილეობს დაახლოებით, 50 ერთეული საზღვაო ტექნიკა, მათ შორის — გამანადგურებელი PaulIgnatius (შეიძლება, იყოს აღჭურვილი 56-მდე Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტით, 2500 კმ რადიუსით) და მე-6 ოპერატიული ფლოტის შტაბის გემი MountWhitney.
Baltops-2025-ის ოფიციალური ამოცანაა ყველა ტიპის უპილოტო სისტემებთან ბრძოლაა. ამავდროულად, ალიანსი გეგმავს, ბალტიის ზღვაში განათავსოს 80-მდე საკუთარი საზღვაო უპილოტო კატერი (USV).
ნატოს მიერ 2025 წლის იანვარში ბალტიის რეგიონში დაწყებული ოპერაცია „ბალტიის მცველი“, რომლის ფარგლებშიც განთავსდა რვა ეკიპაჟიანი საპატრულო კატერი და ნაღმსაწინააღმდეგო გემი, აშკარად არასაკმარისია რუსეთის „შეკავებისთვის“. აღარაფერს ვამბობთ იმ „ნაპოლეონურ“ გეგმებზე, რომლებითაც კალინინგრადის ოლქის საზღვაო ბლოკადაა ჩაფიქრებული.
ბალტიის ქვეყნების „ოპერეტული ფლოტი“ ვერ დააშინებს და ზეწოლას ვერ მოახდენს ლიფსიტებზეც კი. თუმცა, ლიტვამ და ესტონეთმა პირველებმა თქვეს ნატოში, რომ მზად არიან, თავდაცვის ბიუჯეტი 5%-მდე გაზარდონ. პოლონეთი აძლიერებს სამხედრო ინფრასტრუქტურას კალინინგრადის მახლობლად, ხოლო ალიანსის ძალები, რომლებიც რუსეთის საზღვრებთან მანევრირებენ, ღიად ამუშავებენ სცენარებს, რომლებიც მოიცავს კალინინგრადის ოლქის დაკავებასა და პრევენციულ იერიშებს რუსეთის ბირთვულ ობიექტებზე.
ნატოს მთელი ოპერატიულ-პროვოკაციული აქტიურობა ბალტიის რეგიონში (Baltic Sentry, Defender, Baltops) რეალურ სამხედრო საფრთხეს ქმნის, რაზეც მოსკოვი იძულებულია, რეაგირება მოახდინოს, როგორც სიტყვით, ისე საქმით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრეგრუშკომ 4 ივნისს განაცხადა, რომ Baltops-2025 არის ნატოს მზადების ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირებისთვის:
„თუ ყურადღებით დავაკვირდებით ამ სწავლებების მიმართულებას, ჩანაფიქრს, ძალების განლაგების სტრუქტურასა და ხარისხს, ასევე იმ ამოცანებს, რაც მათ დაუსახეს — ნათელია, რომ ეს არის ბრძოლა თანაბარ მოწინააღმდეგესთან. ეს არის მცდელობა, მოიპოვონ უპირატესობა ყველა საოპერაციო გარემოში — ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში… ასეთ სწავლებებს განსაკუთრებული პროვოკაციულობა ახასიათებს“.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდტრამპის „მშვიდობიანი ინიციატივების“ ფონზე, რომელიც უკრაინის კონფლიქტის (მათი თვალსაზრისით „უმადური“) დარეგულირებას უკავშირდება, ევროპის ტერიტორიაზე მასშტაბური სწავლება Defender-25 (11 მაისი – 24 ივნისი) მიმდინარეობს. ეს მანევრები ფარავს Baltops-ს და ასახავს ამერიკულ კონცეფციას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, რომელიც სრულიად უგულებელყოფს ევროპის უსაფრთხოებას.
პენტაგონის მსგავსი ოპერაციები მიმართულია რუსეთის დაშინებისაკენ, იმ რუსეთისა, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე მძიმე რეალობაში, ფაქტობრივად, სტრატეგიული მარცხი აგემა აშშ-სა და ნატოს. ნუთუ ვინმეს ისევ აქვს რევანშის იმედი ბალტიის რეგიონში? შესაძლოა, რადგან დასავლეთმა ვერ „ისწავლა გაკვეთილები“ ავღანელითალიბებისგან და იემენელი ჰუსიტებისგან.
ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ნატოს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი მენტალურად უწიფარია. საფრანგეთმა და ლიტვამ სულ ახლახან გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის გეგმა, რომელიც გულისხმობს, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას ბალტიის ზღვაში.
აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბალტიის ზღვაში შემოვიდა საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების რადიოელექტრონული სადაზვერვო გემი Dupuyde Lôme, რომელიც რუსეთის ფლოტზე დაკვირვებას ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ამ გემის ვიზიტებმა შავ ზღვაში 2006–2014 წლებში არათუ ხელი არ შეუწყო უკრაინული კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, არამედ საპირისპირო შედეგი გამოიღო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე