https://sputnik-georgia.com/20250605/qucis-vawrobis-safrtxeebi-293661478.html
ნუ იყიდით მალფუჭებად საკვებს ქუჩაში - ექსპერტი საფრთხეებზე საუბრობს
ნუ იყიდით მალფუჭებად საკვებს ქუჩაში - ექსპერტი საფრთხეებზე საუბრობს
Sputnik საქართველო
კვებითი ინტოქსიკაციის ფაქტები უმეტეს შემთხვევაში სწორედ ქუჩაში შეძენილი პროდუქტებიდან მომდინარეობს. 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T20:43+0400
2025-06-05T20:43+0400
2025-06-05T20:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265582693_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_d0ad48098fa632777e716d88bc6de55e.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში სურსათის უვნებლობის მხრივ ერთ-ერთ დიდ პრობლემას გარევაჭრობა წარმოადგენს, განაცხადა სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში. დარგის ექსპერტმა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მხრივ არსებული ვითარება შეაფასა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, იმ ადგილებში, სადაც სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება, პროდუქტების შეძენას ყველა უნდა მოერიდოს, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შემთხვევაში. „არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიძინოთ ქუჩაში დადებული ხორცი, ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები და ა.შ. რადგან, ძალიან მაღალი რისკი არსებობს. კვებითი მოშხამვის ფაქტები უმეტეს შემთხვევაში სწორედ ქუჩაში შეძენილი პროდუქტებიდან მომდინარეობს“, - განაცხადა არაბულმა.დარგის ექსპერტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წლებთან შედარებით სახელმწიფო კონტროლის რაოდენობაც მომატებულია და ობიექტების შემოწმებაც უფრო ხშირად ხდება. თუმცა არცერთი ქვეყნის და მათ შორის არც საქართველოს მაკონტროლებელ ორგანოს იმდენი რესურსი არ აქვს, რომ ყველა ბიზნესოპერატორი ძალიან ხშირად შეამოწმოს. 2025 წლის I კვარტლის მონაცემებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტიების შედეგად სულ შემოწმდა 1749 ბიზნესოპერატორი. მათ შორის 111 დაჯარიმდა კრიტიკული შეუსაბამობის გამო. დაჯარიმებულებს შორის 33 - ხორცის რეალიზატორი,10 - ცხოველთა სასაკლაო, 12 - სწრაფი კვების ობიექტი, 10 - რესტორანი და 7 სურსათის მაღაზიაა. დაჯარიმენულთა ჩამონათვალში ასევე შედიან საშაურმეები, მზა კერძების და საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებლები, სასადილოები და აშ. „კრიტიკული შეუსაბამობა ისეთი დარღვევაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დაჯარიმებულ 111 ობიექტში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორები იყვნენ, თითქმის ყველა დასახელების, რაც საქართველოში სურსათის სფეროში ოპერირებს. ყველაზე მეტი ხორცის რეალიზაციის ადგილები იყო", - აღნიშნა არაბულმა. როგორც ექსპერტმა განმარტა, ობიექტების შემოწმება რისკის ანალიზის საფუძველზე ხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265582693_260:0:2989:2047_1920x0_80_0_0_02845d8a00dc6015da89e1b40f12c80d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ნუ იყიდით მალფუჭებად საკვებს ქუჩაში - ექსპერტი საფრთხეებზე საუბრობს
კვებითი ინტოქსიკაციის ფაქტები უმეტეს შემთხვევაში სწორედ ქუჩაში შეძენილი პროდუქტებიდან მომდინარეობს.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში სურსათის უვნებლობის მხრივ ერთ-ერთ დიდ პრობლემას გარევაჭრობა წარმოადგენს, განაცხადა სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში.
დარგის ექსპერტმა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მხრივ არსებული ვითარება შეაფასა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.
„გარე ვაჭრობა ისეთ ადგილებში, სადაც კონტროლი არ ხერხდება, სადაც ნებისმიერი დასახელების პროდუქტი, მათ შორის მალფუჭებადი, ღია ცის ქვეშ, არასათანადო პირობებში იყიდება, ყველაზე დიდი რისკის მატარებელია... ტრიქინელოზის შემთხვევაც, ბოტულიზმის შემთხვევაც ზუსტად გარევაჭრობის ადგილებიდან მოდიოდა. მით უმეტეს, ახლა ცხელი პერიოდი წამოვიდა, ზაფხულია და რისკი უფრო მეტადაა, ვიდრე ზამთრის პირობებში", - აღნიშნა არაბულმა.
მისი თქმით, იმ ადგილებში, სადაც სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება, პროდუქტების შეძენას ყველა უნდა მოერიდოს, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შემთხვევაში.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიძინოთ ქუჩაში დადებული ხორცი, ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები და ა.შ. რადგან, ძალიან მაღალი რისკი არსებობს. კვებითი მოშხამვის ფაქტები უმეტეს შემთხვევაში სწორედ ქუჩაში შეძენილი პროდუქტებიდან მომდინარეობს“, - განაცხადა არაბულმა.
დარგის ექსპერტმა სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წლებთან შედარებით სახელმწიფო კონტროლის რაოდენობაც მომატებულია და ობიექტების შემოწმებაც უფრო ხშირად ხდება. თუმცა არცერთი ქვეყნის და მათ შორის არც საქართველოს მაკონტროლებელ ორგანოს იმდენი რესურსი არ აქვს, რომ ყველა ბიზნესოპერატორი ძალიან ხშირად შეამოწმოს.
2025 წლის I კვარტლის მონაცემებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტიების შედეგად სულ შემოწმდა 1749 ბიზნესოპერატორი. მათ შორის 111 დაჯარიმდა კრიტიკული შეუსაბამობის გამო. დაჯარიმებულებს შორის 33 - ხორცის რეალიზატორი,10 - ცხოველთა სასაკლაო, 12 - სწრაფი კვების ობიექტი, 10 - რესტორანი და 7 სურსათის მაღაზიაა. დაჯარიმენულთა ჩამონათვალში ასევე შედიან საშაურმეები, მზა კერძების და საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებლები, სასადილოები და აშ.
„კრიტიკული შეუსაბამობა ისეთი დარღვევაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დაჯარიმებულ 111 ობიექტში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორები იყვნენ, თითქმის ყველა დასახელების, რაც საქართველოში სურსათის სფეროში ოპერირებს. ყველაზე მეტი ხორცის რეალიზაციის ადგილები იყო", - აღნიშნა არაბულმა.
როგორც ექსპერტმა განმარტა, ობიექტების შემოწმება რისკის ანალიზის საფუძველზე ხდება.