https://sputnik-georgia.com/20250605/msoflioze-gasvla-saqartvelos-fexburtis-federacias-axali-ambiciuri-mizani-daisaxa-293652493.html
მსოფლიოზე გასვლა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ამბიციური მიზანი დაისახა
მსოფლიოზე გასვლა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ამბიციური მიზანი დაისახა
Sputnik საქართველო
საქართველო იმ იშვიათ ევროპულ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც ევროპის ყველა ასაკობრივ ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, განაცხადა კობიაშვილმა 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T10:47+0400
2025-06-05T10:47+0400
2025-06-05T10:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24706/49/247064968_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_df58deb92028ff7395894c57bf3f96e6.jpg
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ახალი სიმაღლეებისკენ ისწრაფვის — 2024 წლის კონტინენტური პირველობის შემდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს, განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.„ჩვენ ამას არ ვჯერდებით და გვსურს, რომ შემდეგი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იყოს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXV რიგით ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ახალგაზრდული გუნდის მიღწევა, რომელიც ევრო-2025-ზე ითამაშებს.სფფ-ის პრეზიდენტმა განვლილი წლის მოვლენები განიხილა და 2029 წელს საქართველოსა და სომხეთში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს შესაძლებლობა მსოფლიო ფეხბურთში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.ყრილობამ 2024 წლის ფინანსური ანგარიში დაამტკიცა და 2025 წლის ბიუჯეტი მიიღო. ყრილობის დასაწყისში ლევან კობიაშვილმა დელეგატებს აცნობა, რომ ნიკა ჯღარკავა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და აღმასკომიც დატოვა. მის ნაცვლად „სამტრედიამ“ ზაზა ზამთარაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც დელეგატებმა მხარი დაუჭირეს.საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ოთხი ქულით გასვლა და ტურნირის 1/8-ში თამაში მოახერხა, სადაც ევრო 2024-ის მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა (1:4).ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს - მან „ოქროს ბუცი“ მიიღო, ხოლო მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის საუკეთესო მეკარე გახდა (29 სეივი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24706/49/247064968_10:0:1147:853_1920x0_80_0_0_b916285fbb6916cf1dc244f51dbfc9f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
მსოფლიოზე გასვლა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ამბიციური მიზანი დაისახა
საქართველო იმ იშვიათ ევროპულ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც ევროპის ყველა ასაკობრივ ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, განაცხადა კობიაშვილმა
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ახალი სიმაღლეებისკენ ისწრაფვის — 2024 წლის კონტინენტური პირველობის შემდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს, განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
„ჩვენ ამას არ ვჯერდებით და გვსურს, რომ შემდეგი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იყოს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXV რიგით ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ახალგაზრდული გუნდის მიღწევა, რომელიც ევრო-2025-ზე ითამაშებს.
„საქართველო იმ იშვიათ ევროპულ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც ევროპის ყველა ასაკობრივ ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის სისტემური მუშაობის და ფეხბურთის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიციების შედეგი.
სფფ-ის პრეზიდენტმა განვლილი წლის მოვლენები განიხილა და 2029 წელს საქართველოსა და სომხეთში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს შესაძლებლობა მსოფლიო ფეხბურთში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
ყრილობამ 2024 წლის ფინანსური ანგარიში დაამტკიცა და 2025 წლის ბიუჯეტი მიიღო. ყრილობის დასაწყისში ლევან კობიაშვილმა დელეგატებს აცნობა, რომ ნიკა ჯღარკავა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და აღმასკომიც დატოვა. მის ნაცვლად „სამტრედიამ“ ზაზა ზამთარაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც დელეგატებმა მხარი დაუჭირეს.
საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ოთხი ქულით გასვლა და ტურნირის 1/8-ში თამაში მოახერხა, სადაც ევრო 2024-ის მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა (1:4).
ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს - მან „ოქროს ბუცი“ მიიღო, ხოლო მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის საუკეთესო მეკარე გახდა (29 სეივი).