https://sputnik-georgia.com/20250605/liberti-banki-iyideba-293654318.html
„ლიბერთი ბანკი“ იყიდება?
„ლიბერთი ბანკი“ იყიდება?
Sputnik საქართველო
მედიის ცნობით, საქართველოს სიდიდით მესამე ბანკის გაყიდვის შესახებ გარიგება სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება. 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T13:00+0400
2025-06-05T13:00+0400
2025-06-05T13:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/55/237275541_0:49:2000:1174_1920x0_80_0_0_f8b9cbeb786b1139d475aabd880b85dd.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. „ლიბერთი ბანკი" შესაძლოა `ბაზისბანკმა" იყიდოს, იუწყება გამოცემა BMG. მედიის ცნობით, საქართველოს სიდიდით მესამე ბანკის გაყიდვის შესახებ გარიგება სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება. რამდენად ყიდულობს პენსიების გაცემაზე პასუხისმეგბელ ბანკს ჩინური კომპანიის საკუთრებაში მყოფი „ბაზისბანკი", ჯერჯერობით უცნობია. თავად „ბაზისბანკსა" და „ლიბერთი ბანკში" გარიგების პროცესზე კომენტარს არ აკეთებენ. დაახლოებით, ორი თვის წინ "ლიბერთი ბანკის" გაყიდვის სურვილი BMG-ის თავად ბანკის მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ დაუდასტურა. მაშინ ის მოლაპარაკებებს "ბაზისბანკის" გარდა სხვა ბიზნეს-ჯგუფებთანაც აწარმოებდა. „ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5,45 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3,9 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ამჟამად ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. რაც შეეხება „ბაზისბანკს", ბანკი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაშია. 2010 - 2024 ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკია, ის აქტივების ზომით, ანუ 4 მილიარდი ლარით საქართველოს რიგით მეოთხე ბანკია, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდი ლარია. ბანკს 2025 წლის 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა. მედიის გათვლებით, გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ბანკის აქტივების ზომა იქნება 9 მილიარდი ლარი, ხოლო საკრედიტო პორტფელი კი თითქმის - 7 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლით, ის აქტივებით და კრედიტების ზომით საბანკო სისტემის 10%-ს დაიკავებს. საქართველოში სულ 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/55/237275541_184:0:1816:1224_1920x0_80_0_0_6a9512d30451ad26312b725b1cac1f2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, კომპანიების ახალი ამბები
„ლიბერთი ბანკი“ იყიდება?
მედიის ცნობით, საქართველოს სიდიდით მესამე ბანკის გაყიდვის შესახებ გარიგება სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. „ლიბერთი ბანკი" შესაძლოა `ბაზისბანკმა" იყიდოს, იუწყება გამოცემა BMG.
მედიის ცნობით, საქართველოს სიდიდით მესამე ბანკის გაყიდვის შესახებ გარიგება სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება.
რამდენად ყიდულობს პენსიების გაცემაზე პასუხისმეგბელ ბანკს ჩინური კომპანიის საკუთრებაში მყოფი „ბაზისბანკი", ჯერჯერობით უცნობია. თავად „ბაზისბანკსა" და „ლიბერთი ბანკში" გარიგების პროცესზე კომენტარს არ აკეთებენ.
დაახლოებით, ორი თვის წინ "ლიბერთი ბანკის" გაყიდვის სურვილი BMG-ის თავად ბანკის მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ დაუდასტურა. მაშინ ის მოლაპარაკებებს "ბაზისბანკის" გარდა სხვა ბიზნეს-ჯგუფებთანაც აწარმოებდა.
„ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5,45 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3,9 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ამჟამად ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით.
რაც შეეხება „ბაზისბანკს", ბანკი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაშია. 2010 - 2024 ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკია, ის აქტივების ზომით, ანუ 4 მილიარდი ლარით საქართველოს რიგით მეოთხე ბანკია, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდი ლარია. ბანკს 2025 წლის 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
მედიის გათვლებით, გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ბანკის აქტივების ზომა იქნება 9 მილიარდი ლარი, ხოლო საკრედიტო პორტფელი კი თითქმის - 7 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლით, ის აქტივებით და კრედიტების ზომით საბანკო სისტემის 10%-ს დაიკავებს.
საქართველოში სულ 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.