https://sputnik-georgia.com/20250605/kvaracxelias-satransfero-rirebuleba-10-mln-evroti-gaizarda-transfermarktma-monacemebi-ganaaxla-293652339.html
კვარაცხელიას ტრანსფერი 10 მლნ ევროთი გაძვირდა - Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა
კვარაცხელიას ტრანსფერი 10 მლნ ევროთი გაძვირდა - Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა
Sputnik საქართველო
კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ გაიზარდა 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T09:33+0400
2025-06-05T09:33+0400
2025-06-05T10:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052760_0:102:1441:912_1920x0_80_0_0_d4196eeeb0b22e009b1b183ff99fc3c0.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო შეფასება 80-დან 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა, განახლებული მონაცემები გერმანულმა ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.31 მაისს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრის 73-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.კვარაცხელია ლიგა 1-ის სამ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელების სამეულშია - ესენი არიან მისი გუნდელები უსმან დემბელე და 19 დეზირე დუე. მათი ღირებულებაც 90 მილიონია.კვარაცხელია პარიზელებს 2025 წლის იანვარში შეუერთდა. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდეა ძალაში.კვარაცხელიას ღირებულება მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი 2022 წლის გაზაფხულზე ბათუმის „დინამოდან“ იტალიურ „ნაპოლიში“ გადავიდა - 15-დან 35 მილიონ ევრომდე. ერთი წლის შემდეგ კი მისი ტრანსფერი 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052760_0:0:1441:1080_1920x0_80_0_0_1fa98df858c285403279de4d57d83c34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
კვარაცხელიას ტრანსფერი 10 მლნ ევროთი გაძვირდა - Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა
09:33 05.06.2025 (განახლებულია: 10:19 05.06.2025) კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ გაიზარდა
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო შეფასება 80-დან 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა, განახლებული მონაცემები გერმანულმა ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.
31 მაისს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრის 73-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
კვარაცხელია ლიგა 1-ის სამ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელების სამეულშია - ესენი არიან მისი გუნდელები უსმან დემბელე და 19 დეზირე დუე. მათი ღირებულებაც 90 მილიონია.
კვარაცხელია პარიზელებს 2025 წლის იანვარში შეუერთდა. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდეა ძალაში.
კვარაცხელიას ღირებულება მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი 2022 წლის გაზაფხულზე ბათუმის „დინამოდან“ იტალიურ „ნაპოლიში“ გადავიდა - 15-დან 35 მილიონ ევრომდე. ერთი წლის შემდეგ კი მისი ტრანსფერი 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა.