https://sputnik-georgia.com/20250605/kurierebis-protesti-293664685.html
კურიერების პროტესტი - აქციის მონაწილეები უცხოელების დასაქმების გაკონტროლებას ითხოვენ
კურიერების პროტესტი - აქციის მონაწილეები უცხოელების დასაქმების გაკონტროლებას ითხოვენ
Sputnik საქართველო
კურიერებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში მომუშავე უცხოელებს შესაძლოა არ ჰქონდეთ საქართველოში მუშაობის ნებართვა. 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T23:58+0400
2025-06-05T23:58+0400
2025-06-05T23:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274896799_0:77:1280:797_1920x0_80_0_0_2ff18cddf9b2a4e7caa7d19f59430f3c.jpg
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ათობით კურიერი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე - მათ მოითხოვეს საკურიერო კომპანიებში უცხოელების დასაქმების წესების განსაზღვრა, ასევე სატარიფო პოლიტიკის გადახედვა, იტყობინება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.აქციის მონაწილეებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ უწყებამ საკურიერო კომპანიების ოფისები შეამოწმოს და გამოავლინოს სავარაუდო ფინანსური დარღვევები (შესაძლო თაღლითობა) კურიერებისთვის დავალიანების გადაუხდელობის სახით.კურიერებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში მომუშავე უცხოელებს შესაძლოა არ ჰქონდეთ საქართველოში მუშაობის ნებართვა.კურიერებმა ყოველ კვირას (ხუთშაბათობით) გაფიცვების გამართვა დააანონსეს და ქვეყნის მაცხოვრებლებს სოლიდარობის ნიშნად მოუწოდეს, ამ დღეს მიწოდებაზე უარი ეთქვათ.მანამდე აქციის მონაწილეებმა შესაბამისი წინადადებებით წერილები გაუგზავნეს მიგრაციის სამსახურს, მთავრობის ადმინისტრაციას და საქართველოს პარლამენტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274896799_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e87926c8ab8b717249c594ba3a913b78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
კურიერების პროტესტი - აქციის მონაწილეები უცხოელების დასაქმების გაკონტროლებას ითხოვენ
კურიერებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში მომუშავე უცხოელებს შესაძლოა არ ჰქონდეთ საქართველოში მუშაობის ნებართვა.
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ათობით კურიერი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე - მათ მოითხოვეს საკურიერო კომპანიებში უცხოელების დასაქმების წესების განსაზღვრა, ასევე სატარიფო პოლიტიკის გადახედვა, იტყობინება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.
აქციის მონაწილეებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ უწყებამ საკურიერო კომპანიების ოფისები შეამოწმოს და გამოავლინოს სავარაუდო ფინანსური დარღვევები (შესაძლო თაღლითობა) კურიერებისთვის დავალიანების გადაუხდელობის სახით.
კურიერებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში მომუშავე უცხოელებს შესაძლოა არ ჰქონდეთ საქართველოში მუშაობის ნებართვა.
კურიერებმა ყოველ კვირას (ხუთშაბათობით) გაფიცვების გამართვა დააანონსეს და ქვეყნის მაცხოვრებლებს სოლიდარობის ნიშნად მოუწოდეს, ამ დღეს მიწოდებაზე უარი ეთქვათ.
მანამდე აქციის მონაწილეებმა შესაბამისი წინადადებებით წერილები გაუგზავნეს მიგრაციის სამსახურს, მთავრობის ადმინისტრაციას და საქართველოს პარლამენტს.