https://sputnik-georgia.com/20250605/ekonomikuri-zrda-mxolod-msvidobian-qveyanasia-sesazlebeli-kalazem-regionuli-forumi-gaxsna-293662365.html
ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მშვიდობიან ქვეყანაშია შესაძლებელი: კალაძემ რეგიონული ფორუმი გახსნა
ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მშვიდობიან ქვეყანაშია შესაძლებელი: კალაძემ რეგიონული ფორუმი გახსნა
Sputnik საქართველო
ღონისძიების დღის წესრიგია მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T22:05+0400
2025-06-05T22:05+0400
2025-06-05T22:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/05/293655070_83:0:1150:600_1920x0_80_0_0_ed7285ab07749bce6376268fe41ba72a.jpg
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მშვიდობიან, დაბალანსებულ ქვეყანაშია შესაძლებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რეგიონული ფორუმის გახსნაზე.დედაქალაქი 5-6 ივნისს მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.მერის თქმით, წლევანდელი ფორუმი ყველაზე მასშტაბურია და მისი თემა პირდაპირ ასახავს მმართველი პარტიის მისიას - მშვიდობის შენარჩუნებას.კალაძის თქმით, წლევანდელი ფორუმი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება, როგორებიცაა: ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, უძრავი ქონების ბაზარი და თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა.ღონისძიების მონაწილეები ასევე იმსჯელებენ დემოგრაფიისა და მიგრაციის, სივრცითი მოწყობის, სატრანსპორტო რეფორმისა და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან თემებზე.„ჩვენი სტრატეგიული მისწრაფება ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების დამატებითი წინაპირობების შექმნაა, რაც თავის მხრივ, მოიცავს სისტემური ეკონომიკური საფუძვლების, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის, ინოვაციური ეკოსისტემის, ჯანდაცვის მუნიციპალური სერვისების შემუშავებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის (TBILISI RFSD)ფარგლებში, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს.ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის.ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.გასულ წელს XIV ფორუმი მიეძღვნა თემას „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/05/293655070_216:0:1016:600_1920x0_80_0_0_8e39a6959b4d7a3bba103382f00c1a7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , თბილისი დღეს, თბილისის მერია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , თბილისი დღეს, თბილისის მერია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მშვიდობიან ქვეყანაშია შესაძლებელი: კალაძემ რეგიონული ფორუმი გახსნა
ღონისძიების დღის წესრიგია მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მშვიდობიან, დაბალანსებულ ქვეყანაშია შესაძლებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რეგიონული ფორუმის გახსნაზე.
დედაქალაქი 5-6 ივნისს მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.
„ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ინვესტიციების მოზიდვა სწორედ მშვიდ, სტაბილურ და გაწონასწორებულ ქვეყანაში მიიღწევა. ამიტომ, მშვიდობა არ არის მხოლოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის, სამხედრო ან პოლიტიკური დღის წესრიგის რიგითი საკითხი. ის არის ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური რესურსი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, წლევანდელი ფორუმი ყველაზე მასშტაბურია და მისი თემა პირდაპირ ასახავს მმართველი პარტიის მისიას - მშვიდობის შენარჩუნებას.
კალაძის თქმით, წლევანდელი ფორუმი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება, როგორებიცაა: ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, უძრავი ქონების ბაზარი და თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა.
ღონისძიების მონაწილეები ასევე იმსჯელებენ დემოგრაფიისა და მიგრაციის, სივრცითი მოწყობის, სატრანსპორტო რეფორმისა და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
„ჩვენი სტრატეგიული მისწრაფება ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების დამატებითი წინაპირობების შექმნაა, რაც თავის მხრივ, მოიცავს სისტემური ეკონომიკური საფუძვლების, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის, ინოვაციური ეკოსისტემის, ჯანდაცვის მუნიციპალური სერვისების შემუშავებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის (TBILISI RFSD)ფარგლებში, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
გასულ წელს XIV ფორუმი მიეძღვნა თემას „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“.