https://sputnik-georgia.com/20250605/davitasvilis-goli-oderis-karsi-sauketeso-golad-ariares-293661242.html
ლიგა 1: დავითაშვილის გოლი „ოსერის“ კარში საუკეთესო გოლად აღიარეს
ლიგა 1: დავითაშვილის გოლი „ოსერის“ კარში საუკეთესო გოლად აღიარეს
Sputnik საქართველო
ქართველმა საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T20:06+0400
2025-06-05T20:06+0400
2025-06-05T20:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290252081_0:81:1638:1002_1920x0_80_0_0_d265d67dd140f3ac1d9000af75ba6624.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. „სენტ-ეტიენის“ ქართველი ვინგერის, ზურიკო დავითაშვილის გოლი „ოსერის“ კარში 2024/2025 სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლად აღიარეს.ფრანგული ლიგა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გუშინ სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა დაასრულა.შვიდ კანდიდატს შორის სამი ქართველი ფეხბურთელი იყო — ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენის“) და გიორგი მიქაუტაძე („ლიონის“).მანამდე, დავითაშვილის გოლი „ოსერის“ კარში ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლად აღიარეს. გარდა ამისა, ამ მატჩში ქართველმა ვინგერმა სამი გოლი გაიტანა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლიგა 1-ში ჰეთ-თრიკი გააფორმა.დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ „ბორდოდან“ გადავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა 10 ივლისს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. კონტრაქტი კლუბთან ოთხწლიანია.დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა. 2018 წელს გაზეთმა „გარდიანმა“ ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, ხოლო 2020 წლის დასაწყისში უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290252081_0:0:1638:1229_1920x0_80_0_0_343f3d794b4950f4c7ad85cc6bda3c44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საფრანგეთი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საფრანგეთი
ლიგა 1: დავითაშვილის გოლი „ოსერის“ კარში საუკეთესო გოლად აღიარეს
ქართველმა საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. „სენტ-ეტიენის“ ქართველი ვინგერის, ზურიკო დავითაშვილის გოლი „ოსერის“ კარში 2024/2025 სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლად აღიარეს.
ფრანგული ლიგა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გუშინ სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა დაასრულა.
შვიდ კანდიდატს შორის სამი ქართველი ფეხბურთელი იყო — ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენის“) და გიორგი მიქაუტაძე („ლიონის“).
მანამდე, დავითაშვილის გოლი „ოსერის“ კარში ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლად აღიარეს. გარდა ამისა, ამ მატჩში ქართველმა ვინგერმა სამი გოლი გაიტანა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლიგა 1-ში ჰეთ-თრიკი გააფორმა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ „ბორდოდან“ გადავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა 10 ივლისს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. კონტრაქტი კლუბთან ოთხწლიანია.
დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა. 2018 წელს გაზეთმა „გარდიანმა“ ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, ხოლო 2020 წლის დასაწყისში უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა.