https://sputnik-georgia.com/20250605/britaneti-qartuli-opoziciis-garvizebas-apirebs-rusetis-dazverva-293662579.html
ბრიტანეთი ქართული ოპოზიციის „გაღვიძებას“ აპირებს - რუსეთის დაზვერვა
ბრიტანეთი ქართული ოპოზიციის „გაღვიძებას“ აპირებს - რუსეთის დაზვერვა
Sputnik საქართველო
დასავლეთს აღიზიანებს საქართველოს სურვილი, განთავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების მეურვეობისგან, განაცხადეს საგარეო დაზვერვის სამსახურში 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T22:35+0400
2025-06-05T22:35+0400
2025-06-05T22:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272094036_0:0:3160:1779_1920x0_80_0_0_42ddee593018b39e6edb53704a5f245e.jpg
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ლონდონი სურს საქართველოს ოპოზიციის „რეორგანიზაცია“ მოახდინოს და მობილიზება გაუწიოს მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი რაუნდისთვის, იტყობინება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) პრეს-ბიურო.უწყების განცხადებით, დასავლეთს „აღიზიანებს საქართველოს სურვილი, განთავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების მეურვეობისგან“.„დასავლეთში განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ თბილისი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, სამხრეთ კავკასიაში „დემოკრატიზაციის ლოკომოტივი“ იყო, „ავტორიტარული გზისკენ“ სულ უფრო მეტად უხვევს და ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლონდონი გეგმავს ქართული ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს, რაც მათ მიერ ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას ისახავს მიზნად.„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დივერსიული საქმიანობის განხორციელების მიზნით დაახლოებით 100 ახალგაზრდული და სტუდენტური ასოციაცია, ფემინისტური მოძრაობები და ლგბტ ჯგუფები შეარჩია“, - ნათქვამია განცხადებაში.განცხადებაში ნათქვამია, რომ ლონდონი აპირებს „აქტივისტების“ დივერსიულ მეთოდებში მომზადებას. მომავალ მებრძოლებს ასწავლიან როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციას საპროტესტო აქციების დროს, გვერდი აუარონ ხელისუფლების „ციფრულ“ კონტროლს და დივერსია მოამზადონ, აცხადებს უწყება.„ლონდონს არ აინტერესებს ქართველი ხალხი, რომელმაც გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში ქვეყნის ხელმძღვანელობის ეროვნულ კურსს მხარი ცალსახად დაუჭირა“, - აღნიშნეს პრეს-ბიუროში.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272094036_331:0:3062:2048_1920x0_80_0_0_6d006733a3c2e9521713c7296388de5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , რუსეთი
ბრიტანეთი ქართული ოპოზიციის „გაღვიძებას“ აპირებს - რუსეთის დაზვერვა
დასავლეთს აღიზიანებს საქართველოს სურვილი, განთავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების მეურვეობისგან, განაცხადეს საგარეო დაზვერვის სამსახურში
თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ლონდონი სურს საქართველოს ოპოზიციის „რეორგანიზაცია“ მოახდინოს და მობილიზება გაუწიოს მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი რაუნდისთვის, იტყობინება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) პრეს-ბიურო.
„ლონდონის გათვლებით, ამან სისტემური პოლიტიკური ოპოზიციის „რეორგანიზაცია“ უნდა გამოიწვიოს, მას „მეორე სუნთქვა“ უნდა გაუხსნას და მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად მისი მობილიზება უნდა მოახდინოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, დასავლეთს „აღიზიანებს საქართველოს სურვილი, განთავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების მეურვეობისგან“.
„დასავლეთში განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ თბილისი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, სამხრეთ კავკასიაში „დემოკრატიზაციის ლოკომოტივი“ იყო, „ავტორიტარული გზისკენ“ სულ უფრო მეტად უხვევს და ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლონდონი გეგმავს ქართული ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს, რაც მათ მიერ ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას ისახავს მიზნად.
„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დივერსიული საქმიანობის განხორციელების მიზნით დაახლოებით 100 ახალგაზრდული და სტუდენტური ასოციაცია, ფემინისტური მოძრაობები და ლგბტ ჯგუფები შეარჩია“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ლონდონი აპირებს „აქტივისტების“ დივერსიულ მეთოდებში მომზადებას. მომავალ მებრძოლებს ასწავლიან როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციას საპროტესტო აქციების დროს, გვერდი აუარონ ხელისუფლების „ციფრულ“ კონტროლს და დივერსია მოამზადონ, აცხადებს უწყება.
„ლონდონს არ აინტერესებს ქართველი ხალხი, რომელმაც გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში ქვეყნის ხელმძღვანელობის ეროვნულ კურსს მხარი ცალსახად დაუჭირა“, - აღნიშნეს პრეს-ბიუროში.