https://sputnik-georgia.com/20250605/batumsi-wylis-zedapiridan-nagavi-dronit-seagroves-293659703.html
ბათუმში წყლის ზედაპირიდან ნაგავი დრონით შეაგროვეს
ბათუმში წყლის ზედაპირიდან ნაგავი დრონით შეაგროვეს
Sputnik საქართველო
მაღალტექნოლოგიური დრონის დემონსტრირება ბათუმში გარემოსდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოხდა. 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T17:01+0400
2025-06-05T17:01+0400
2025-06-05T17:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282117759_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_10d59292ee0b72a843d1a07efb1cb6c1.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ბათუმში, ადგილობრივი გარემოსდაცვითი უწყებების წარმომადგენლებისთვის წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენება გაიმართა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მაღალტექნოლოგიური დრონი, რომელიც წყლის ზედაპირიდან ნარჩენებს აგროვებს, აწარში გარემოსდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით იყო წარმოდგენილი. 5 ივნისს მსოფლიო მასშტაბით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით 1972 წელს დაწესდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების მხრიდან ეკოლოგიური გამოწვევების გაცნობიერებასა და ერთობლივ მოქმედებაში. წლევანდელი წლის მთავარი თემა – "დაამარცხე პლასტმასით დაბინძურება" – მიზნად ისახავს პლასტმასის მავნე ზეგავლენის შემცირებას და მდგრადი გარემოს შენარჩუნების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. საქართველოში გარემოსდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები პროექტის "ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად" ფარგლებში გაიმართა. პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროგრამის "Interreg NEXT Black Sea Basin Programme" ფარგლებში და მისი მიზანია მოქალაქეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282117759_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_47705d454e0934452023991057e27a73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ბათუმში წყლის ზედაპირიდან ნაგავი დრონით შეაგროვეს
მაღალტექნოლოგიური დრონის დემონსტრირება ბათუმში გარემოსდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოხდა.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ბათუმში, ადგილობრივი გარემოსდაცვითი უწყებების წარმომადგენლებისთვის წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენება გაიმართა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაღალტექნოლოგიური დრონი, რომელიც წყლის ზედაპირიდან ნარჩენებს აგროვებს, აწარში გარემოსდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით იყო წარმოდგენილი.
„წყლის ზედაპირიდან ნარჩენების შემგროვებელი ინოვაციური დრონი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიას წარმოადგენს, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად დაეხმარება შესაბამის სამსახურებს შავ ზღვაზე დასუფთავების ღონისძიებების გატარებაში", - განაცხადა სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.
5 ივნისს მსოფლიო მასშტაბით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით 1972 წელს დაწესდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების მხრიდან ეკოლოგიური გამოწვევების გაცნობიერებასა და ერთობლივ მოქმედებაში.
წლევანდელი წლის მთავარი თემა – "დაამარცხე პლასტმასით დაბინძურება" – მიზნად ისახავს პლასტმასის მავნე ზეგავლენის შემცირებას და მდგრადი გარემოს შენარჩუნების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
საქართველოში გარემოსდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები პროექტის "ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად" ფარგლებში გაიმართა.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროგრამის "Interreg NEXT Black Sea Basin Programme" ფარგლებში და მისი მიზანია მოქალაქეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.