https://sputnik-georgia.com/20250604/xutsabats-dinamo-arenas-mimdebared-transportis-mozraoba-seizrudeba-293640449.html
ხუთშაბათს „დინამო არენას" მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ხუთშაბათს „დინამო არენას" მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ფარერის კუნძულებს შორისდინამო არენაზე" 20:00 საათზე ს დაიწყება. 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T15:36+0400
2025-06-04T15:36+0400
2025-06-04T15:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
თბილისი დღეს
ვითარება გზებზე
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272078198_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_93e7b804c42e475ca8b0f549d5167c4a.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და ფარერების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩის გამო 5 ივნისს „დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია. უწყების ცნობით, 16:00-დან 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დიმიტრი ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე, ასევე აკაკი წერეთლის გამზირზე. გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძის და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით. მოცემულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. 5 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ფარერის კუნძულების ნაკრები იქნება, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.საქართველოს ნაკრები ფარერების გუნდს აქამდე ორჯერ დაუპირისპირდა– ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კუნძულელები სტუმრად ანგარიშით 6:0 დაამარცხა, თბილისში კი ანგარიშით 3:1 სძლია.საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, ესპანეთი და ბულგარეთი იქნებიან. ეროვნული ნაკრები შესარჩევ ეტაპს 4 სექტემბერს თბილისში თურქეთთან მატჩით დაიწყებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272078198_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b216e18da66023bb9e16391fa177b8a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, თბილისის მერია
ხუთშაბათს „დინამო არენას" მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ფარერის კუნძულებს შორისდინამო არენაზე" 20:00 საათზე ს დაიწყება.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და ფარერების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩის გამო 5 ივნისს „დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, 16:00-დან 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დიმიტრი ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე, ასევე აკაკი წერეთლის გამზირზე.
გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძის და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით.
მოცემულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
5 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ფარერის კუნძულების ნაკრები იქნება, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ფარერების გუნდს აქამდე ორჯერ დაუპირისპირდა– ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კუნძულელები სტუმრად ანგარიშით 6:0 დაამარცხა, თბილისში კი ანგარიშით 3:1 სძლია.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, ესპანეთი და ბულგარეთი იქნებიან. ეროვნული ნაკრები შესარჩევ ეტაპს 4 სექტემბერს თბილისში თურქეთთან მატჩით დაიწყებს.