https://sputnik-georgia.com/20250604/wynetis-gzatkecilze-ferdis-gamagrebis-samusaoebi-da-gzis-reabilitacia-dasrulda-293648419.html
წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები და გზის რეაბილიტაცია დასრულდა
წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები და გზის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარით დაფინანსდა. 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T21:07+0400
2025-06-04T21:07+0400
2025-06-04T18:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ვითარება გზებზე
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24027/67/240276786_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_4f15fa178284f55049f8fdb1734a7479.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების" მიმდებარედ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიამ წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. სამუშაოები დაახლოებით რვა თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ფერდის გამაგრების სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 900 ანკერი და ფოლადის ბადე, რაც გრუნტის დაცურების საწინააღმდეგო სისტემას წარმოადგენს. ტერიტორიაზე აშენდა 70 გრძივი მეტრი ხიმინჯოვანი რკინაბეტონის კედელი და მოეწყო სადრენაჟე სისტემაც. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია – დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა საგზაო მონიშვნები. პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარით დაფინანსდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24027/67/240276786_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_b4e3b488d8bab8a9f916f8a56052ccb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები და გზის რეაბილიტაცია დასრულდა
სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარით დაფინანსდა.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების" მიმდებარედ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიამ წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. სამუშაოები დაახლოებით რვა თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ფერდის გამაგრების სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდა.
„წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან "კაკლების" მიმდებარე ტერიტორიაზე გავამაგრეთ ფერდი, რომელიც იყო მეწყერსაშიში, გარკვეულწილად დაძრული იყო და პრობლემას წარმოადგენდა ავტომობილებისთვის. საკმაოდ დატვირთული გზაა, ბევრი ავტომობილი გადაადგილდება დღის განმავლობაში. ფერდი შესაბამისი ბადით დაიფარა, რომელიც ბუნებრივად გამწვანდება. დღეს უკვე გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა", – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 900 ანკერი და ფოლადის ბადე, რაც გრუნტის დაცურების საწინააღმდეგო სისტემას წარმოადგენს. ტერიტორიაზე აშენდა 70 გრძივი მეტრი ხიმინჯოვანი რკინაბეტონის კედელი და მოეწყო სადრენაჟე სისტემაც.
გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია – დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა საგზაო მონიშვნები.
პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარით დაფინანსდა.