https://sputnik-georgia.com/20250604/tbilissi-mdgradi0ganvitarebis-forumi-gaimarteba-293640743.html
თბილისში მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიმართება
თბილისში მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიმართება
Sputnik საქართველო
ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს, აღნიშნა თბილისის მერმა 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T16:29+0400
2025-06-04T16:29+0400
2025-06-04T16:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278138063_0:132:1280:852_1920x0_80_0_0_8fb49e72c4a0d0c8b30f4bfa802b0b9d.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. დედაქალაქი 5-6 ივნისს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს უმასპინძლებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა, სატრანსპორტო რეფორმა და სხვა. „ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ხელს შეუწყობს გრძელვადიან პარტნიორობას და წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონის კეთილდღეობასა და განვითარებაში", - განაცხადა დედაქალაქის მერმა. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნეს, ფორუმი საქართველოს დედაქალაქში 14 წელია იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278138063_124:155:1054:852_1920x0_80_0_0_39c7a217f5b3366b1195149c219849e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება
თბილისში მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიმართება
ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს, აღნიშნა თბილისის მერმა
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. დედაქალაქი 5-6 ივნისს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს უმასპინძლებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„ჩვენი დედაქალაქი განაგრძობს თავის მრავალწლიან ტრადიციას და 5-6 ივნისს მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს სახელწოდებით - "მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში". თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი წლებია იმართება და უზრუნველყოფს ეფექტურ პლატფორმას დებატებისთვის, დისკუსიებისთვის და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა, სატრანსპორტო რეფორმა და სხვა.
„ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ხელს შეუწყობს გრძელვადიან პარტნიორობას და წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონის კეთილდღეობასა და განვითარებაში", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
როგორც თბილისის მერიაში აღნიშნეს, ფორუმი საქართველოს დედაქალაქში 14 წელია იმართება.