https://sputnik-georgia.com/20250604/tbilisis-meriis-sazafxulo-programebsi-wels-6-atasamde-axalgazrda-caertveba-293640279.html
თბილისის მერიის საზაფხულო პროგრამებში წელს 6 ათასამდე ახალგაზრდა ჩაერთვება
თბილისის მერიის საზაფხულო პროგრამებში წელს 6 ათასამდე ახალგაზრდა ჩაერთვება
Sputnik საქართველო
პროგრამებში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T14:35+0400
2025-06-04T14:35+0400
2025-06-04T14:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/19/289586328_118:0:2660:1430_1920x0_80_0_0_1af5962ef655bfe8167508975b24379b.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, წელს საზაფხულო პროგრამები 6 ათასამდე ახალგაზრდისთვის განხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. პროგრამებზე რეგისტრაცია ვებგვერდზე: www. youthtbilisi.ge 15 ივნისიდან სექტემბრამდე ეტაპობრივად განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში: ჩოგბურთი, პადელი, ბოულინგი, ჯომარდობა, აგრეთვე ლაშქრობებში თბილისის გარშემო და საქართველოს დაცულ ტერიტორიებში. გარდა ამისა, ტრადიციულ აქტივობებთან ერთად განხორციელდება 20-მდე თემატური ახალგაზრდული ბანაკი, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, კინო და თეატრალური ხელოვნების, ინგლისური ენის, ინტელექტუალური საკუთრების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების. ადგილობრივი ბანაკების გარდა, იგეგმება საერთაშორისო ბანაკები ფრანგი და შვედი ახალგაზრდების ჩართულობით. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა უფასოა. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება. საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას ზაფხულის პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/19/289586328_436:0:2343:1430_1920x0_80_0_0_2a0504cb61695e780ea082e4db14bd1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, თბილისი დღეს
თბილისის მერიის საზაფხულო პროგრამებში წელს 6 ათასამდე ახალგაზრდა ჩაერთვება
პროგრამებში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, წელს საზაფხულო პროგრამები 6 ათასამდე ახალგაზრდისთვის განხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პროგრამებზე რეგისტრაცია ვებგვერდზე: www. youthtbilisi.ge 15 ივნისიდან სექტემბრამდე ეტაპობრივად განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში: ჩოგბურთი, პადელი, ბოულინგი, ჯომარდობა, აგრეთვე ლაშქრობებში თბილისის გარშემო და საქართველოს დაცულ ტერიტორიებში.
გარდა ამისა, ტრადიციულ აქტივობებთან ერთად განხორციელდება 20-მდე თემატური ახალგაზრდული ბანაკი, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, კინო და თეატრალური ხელოვნების, ინგლისური ენის, ინტელექტუალური საკუთრების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების.
ადგილობრივი ბანაკების გარდა, იგეგმება საერთაშორისო ბანაკები ფრანგი და შვედი ახალგაზრდების ჩართულობით.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა უფასოა. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.
საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას ზაფხულის პერიოდში.