https://sputnik-georgia.com/20250604/saqartvelos-samxretkoreuli-investiciebis-mozidvis-imedi-aqvs-293641778.html
საქართველოს სამხრეთკორეული ინვესტიციების მოზიდვის იმედი აქვს
საქართველოს სამხრეთკორეული ინვესტიციების მოზიდვის იმედი აქვს
Sputnik საქართველო
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T17:33+0400
2025-06-04T17:33+0400
2025-06-04T17:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამხრეთი კორეა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264906890_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_bce5f4ca55099acef774b9c8a9400f3f.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის. სამინისტროში აღბიშნავენ, რომ საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან პირველი ინვესტიცია 1997 წელს განხორციელდა, ხოლო 2024 წლის ჩათვლით, ინვესტიციების საერთო მოცულობამ 215,38 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო წლების განმავლობაში კორეიდან ძირითად საინვესტიციო სექტორს ენერგეტიკა წარმოადგენდა. მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი კორეის რესპუბლიკაში გაიმართება.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264906890_0:0:2661:1996_1920x0_80_0_0_bfab2be79a9702928c1636d2525c2dc3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამხრეთი კორეა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სამხრეთი კორეა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სამხრეთკორეული ინვესტიციების მოზიდვის იმედი აქვს
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
„კორეის რესპუბლიკა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაა, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ უდიდესი პოტენციალი არსებობს. საქართველოსა და კორეას შორის საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი, აგრეთვე მკაფიო გზავნილი და დამატებითი სტიმულია კორეელი ინვესტორებისათვის სამომავლოდ ინვესტიციების განსახორციელებლად ქვეყნის შერჩევისა და კორეიდან საქართველოში ინვესტიციების წახალისებისთვის," - აღნიშნა გენადი არველაძემ.
შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
სამინისტროში აღბიშნავენ, რომ საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან პირველი ინვესტიცია 1997 წელს განხორციელდა, ხოლო 2024 წლის ჩათვლით, ინვესტიციების საერთო მოცულობამ 215,38 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო წლების განმავლობაში კორეიდან ძირითად საინვესტიციო სექტორს ენერგეტიკა წარმოადგენდა.
მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი კორეის რესპუბლიკაში გაიმართება.