შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2025
გამოწერა
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ინტენსიური ურთიერთობები.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის დელეგაციას შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ინტენსიური ურთიერთობები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობასა და ორმხრივი ვიზიტების დადებით დინამიკას.
„ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა გუშინ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.
ორმხრივი ურთიერთობები
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბაქო და თბილიდი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
ყველა ახალი ამბავი
0