https://sputnik-georgia.com/20250604/ruset-ukrainis-konfliqti-293651949.html
მოსაზრება: რომელია რუსეთის არმიის მთავარი გარღვევის უბანი
მოსაზრება: რომელია რუსეთის არმიის მთავარი გარღვევის უბანი
Sputnik საქართველო
რუსულმა სამხედროებმა საგრძნობლად გაააქტიურეს შეტევა სუმისა და ხარკოვის ოლქებში, სადაც თითქმის ყოველდღიურად ათავისუფლებენ რამდენიმე დასახლებას. რუსეთის ზაფხულის... 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T10:10+0400
2025-06-04T10:10+0400
2025-06-05T10:10+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0c/291379830_0:262:3163:2041_1920x0_80_0_0_0fc171ca056175778b645716ffb7cd5e.jpg
რუსულმა სამხედროებმა საგრძნობლად გაააქტიურეს შეტევა სუმისა და ხარკოვის ოლქებში, სადაც თითქმის ყოველდღიურად ათავისუფლებენ რამდენიმე დასახლებას. რუსეთის ზაფხულის შეტევის ჩრდილოეთური აქცენტი გაზაფხულის განმავლობაში მტრის დამარცხების შედეგია კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაუვალი დეგრადაციისა და დასავლური იარაღის მომწოდებლების ტექნოლოგიური „დაღლილობის“ ფონზე.სამხედრო დაჯგუფება „სევერის“ ნაწილებმა გასულ კვირას სუმის ოლქში რამდენიმე დასახლება გაანთავისუფლეს– ანდრეევკა, ალეკსეევკა, ბელოვოდი, ვოდალაგი, ვლადიმიროვკა, კონდრატოვკა, კონსტანტინოვკა, ლოკნია. ახლა წარმატებით მიიწევენ ქალაქ სუმისკენ. კონდრატოვკის სოფელიდან ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის ჩრდილოეთ გარეუბნამდე მხოლოდ 19 კილომეტრია დარჩენილი.გასულ დღე-ღამეში რუსეთის არმიამ სუმის ოლქის ხუთი სხვადასხვა ბრიგადის ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაანადგურა დასახლებებთან – ახალი სეჩი, იუნაკოვკა, კორჩაკოვკა, სადკი და ისკრისკოვშჩინა. გრძელდება ბრძოლები ვარაჩინოსა და იაბლონოვკასთან. იაბლონოვკის განთავისუფლება რუსეთის არმიას საშუალებას მისცემს, სრულად მოაქციოს ალყაში იუნაკოვკა, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ამაოდ იცავენ. ადრე იუნაკოვკას მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძისა და კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში უკრაინული დაჯგუფებისთვის „სიცოცხლის გზის“ სტატუსი ჰქონდა.3 ივნისს რაკეტით განადგურდა სუმის ადმინისტრაციულ კვარტალში მდებარე უშიშროების სამსახურის შენობა, ასევე საბრძოლო მასალის საწყობები, საბრძოლო დრონების წარმოებისა და სამხედრო ტექნიკის შეკეთების ობიექტები. როგორც აღმოჩნდა, სუმის ოლქი ვერ მოემზადა რუსეთის შეტევის დინამიური განვითარებისათვის და ვერ შეასრულა „ციხესიმაგრის“ როლი.მეზობელ ხარკოვის ოლქში „სევერის“ დაჯგუფების მოიერიშე ნაწილებმა ვოლჩანსკის აღმოსავლეთით წაიწიეს და კონტროლი დაამყარეს მდინარე ვოლჩაიას მარჯვენა ნაპირზე მდებარე ოთხკილომეტრიან სანაპირო ზონაზე. ხარკოვის ოლქის სამხრეთში რუსულმა ძალებმა გაანთავისუფლეს სოფელი კონდრაშოვკა და ბრძოლები მიმდინარეობს კუპიანსკის გარეუბნებზე. რუსულმა ნაწილებმა უკრაინული თავდაცვა კამენკის დასავლეთით ორკილომეტრიან მონაკვეთზე გაარღვიეს.უკრაინის სამხედრო სარდლობა სასწრაფოდ ცდილობს, ააშენოს „მაჟინოს ხაზი“ ხარკოვიდან ზაპოროჟიემდე, დაახლოებით 350 კილომეტრის სიგრძის თავდაცვითი ზღუდეებით. კიევის რეჟიმი ემზადება ახალი დანაკარგებისთვის, როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტერიტორიის კუთხით.2 და 3 ივნისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი სარაკეტო დარტყმები მიაყენეს მმართველობის ცენტრებს, სპეცსამსახურებისა და სამხედრო მრეწველობის ობიექტებს კიევში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ოდესაში და სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. ჰიპერბგერითმა რაკეტა „კინჟალმა“ დააზიანა ენერგეტიკის ობიექტი ნიკოლაევში. ჟიტომირთან, ოზერნოეს აეროდრომზე, სადაც უკრაინის საჰაერო ძალების МиГ-29 და F-16 ტიპის გამანადგურებლები იმყოფებოდა, მიიტანეს იერიში. სერიოზულად დაზიანდა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა ოდესაში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის ილიჩევსკის საზღვაო პორტი და სამხედრო აეროდრომი „შკოლნი“.ეს მეთოდური სამხედრო მოქმედებები, რასაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. სპეცოპერაციის დაწყებიდან განადგურებულია: 663 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 61 200-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 609 საზენიტო სარაკეტო სისტემა, 23 729 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 1 565 რეაქტიული ცეცხლის სისტემის დანადგარი და 25 636 ერთეული მტრის საარტილერიო შეიარაღება – ყველაფერი, რაც კი დასავლეთის ქვეყნებს უკრაინული პროქსი-არმიისა და რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მოეპოვებოდათ.რუსული არმიის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აშშ-ისა და ნატოს მარცხი უკრაინულ კონფლიქტში აშკარაა და გარდაუვალი. დასავლეთი იძულებული გახდა, ისევ შეგუებოდა სტამბოლის მოლაპარაკებების მაგიდას და, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მომავალში შეძლებს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას ბრძოლის ველზე.ამ ფონზე, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული უშედეგო და უგუნური ტერაქტები რუსეთის ტერიტორიაზე – CIA-სა და MI6-ის კოორდინაციით – ვერ ცვლიან ძალთა ბალანსს უკრაინის ფრონტზე, ვერ აფერხებენ რუსეთის შეტევის ტემპს და ვერ ახდენენ სპეცოპერაციის მიზნების კორექტირებას. რაც შეეხება 1 ივნისის მასშტაბურ ტერაქტს, პასუხიც იქნება შესაბამისი, სერიოზული და განსაკუთრებული. დასავლეთში უკვე ცინიკურად აფასებენ, რამდენად მტკივნეული და „უნიკალური“ იქნება ის დარტყმა, რაც უკრაინულ მარიონეტულ რეჟიმს ელის.ამასთან, ვაშინგტონმა ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა აეროდრომებზე განხორციელებულ ტერაქტებზე მოსკოვის მოსალოდნელ „არაპროპორციულ პასუხის“ შესახებ.რუსეთის შურისძიება არ არის მოკლევადიანი ცეცხლოვანი შოუ კიევის ცაზე და არც „ცივი შურისძიება“ ბრიტანეთის გაზსადენებზე ჩრდილოეთის ზღვაში. ყველაფერი ბევრად სერიოზულადაა. ეს არის უწყვეტი, სისტემური პროცესი, რომელიც ათწლეულებზეა გათვლილი. იმ პირობებში, როცა სუვერენულ რუსეთს რესურსებზე შეზღუდვები, პრაქტიკულად, არ აქვს, ის ტექნოლოგიურად მზადაა ნათელი მომავლისთვის ხანგრძლივი ეკონომიკური და სამხედრო ბრძოლისთვის.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0c/291379830_269:79:2893:2047_1920x0_80_0_0_769331b95e41ae5ceebf61551db7d358.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
რუსულმა სამხედროებმა საგრძნობლად გაააქტიურეს შეტევა სუმისა და ხარკოვის ოლქებში, სადაც თითქმის ყოველდღიურად ათავისუფლებენ რამდენიმე დასახლებას. რუსეთის ზაფხულის შეტევის ჩრდილოეთური აქცენტი გაზაფხულის განმავლობაში მტრის დამარცხების შედეგია კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაუვალი დეგრადაციისა და დასავლური იარაღის მომწოდებლების ტექნოლოგიური „დაღლილობის“ ფონზე.
სამხედრო დაჯგუფება „სევერის“ ნაწილებმა გასულ კვირას სუმის ოლქში რამდენიმე დასახლება გაანთავისუფლეს– ანდრეევკა, ალეკსეევკა, ბელოვოდი, ვოდალაგი, ვლადიმიროვკა, კონდრატოვკა, კონსტანტინოვკა, ლოკნია. ახლა წარმატებით მიიწევენ ქალაქ სუმისკენ. კონდრატოვკის სოფელიდან ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის ჩრდილოეთ გარეუბნამდე მხოლოდ 19 კილომეტრია დარჩენილი.
გასულ დღე-ღამეში რუსეთის არმიამ სუმის ოლქის ხუთი სხვადასხვა ბრიგადის ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაანადგურა დასახლებებთან – ახალი სეჩი, იუნაკოვკა, კორჩაკოვკა, სადკი და ისკრისკოვშჩინა. გრძელდება ბრძოლები ვარაჩინოსა და იაბლონოვკასთან. იაბლონოვკის განთავისუფლება რუსეთის არმიას საშუალებას მისცემს, სრულად მოაქციოს ალყაში იუნაკოვკა, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ამაოდ იცავენ. ადრე იუნაკოვკას მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძისა და კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში უკრაინული დაჯგუფებისთვის „სიცოცხლის გზის“ სტატუსი ჰქონდა.
3 ივნისს რაკეტით განადგურდა სუმის ადმინისტრაციულ კვარტალში მდებარე უშიშროების სამსახურის შენობა, ასევე საბრძოლო მასალის საწყობები, საბრძოლო დრონების წარმოებისა და სამხედრო ტექნიკის შეკეთების ობიექტები. როგორც აღმოჩნდა, სუმის ოლქი ვერ მოემზადა რუსეთის შეტევის დინამიური განვითარებისათვის და ვერ შეასრულა „ციხესიმაგრის“ როლი.
მეზობელ ხარკოვის ოლქში „სევერის“ დაჯგუფების მოიერიშე ნაწილებმა ვოლჩანსკის აღმოსავლეთით წაიწიეს და კონტროლი დაამყარეს მდინარე ვოლჩაიას მარჯვენა ნაპირზე მდებარე ოთხკილომეტრიან სანაპირო ზონაზე. ხარკოვის ოლქის სამხრეთში რუსულმა ძალებმა გაანთავისუფლეს სოფელი კონდრაშოვკა და ბრძოლები მიმდინარეობს კუპიანსკის გარეუბნებზე. რუსულმა ნაწილებმა უკრაინული თავდაცვა კამენკის დასავლეთით ორკილომეტრიან მონაკვეთზე გაარღვიეს.
უკრაინის სამხედრო სარდლობა სასწრაფოდ ცდილობს, ააშენოს „მაჟინოს ხაზი“ ხარკოვიდან ზაპოროჟიემდე, დაახლოებით 350 კილომეტრის სიგრძის თავდაცვითი ზღუდეებით. კიევის რეჟიმი ემზადება ახალი დანაკარგებისთვის, როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტერიტორიის კუთხით.
2 და 3 ივნისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი სარაკეტო დარტყმები მიაყენეს მმართველობის ცენტრებს, სპეცსამსახურებისა და სამხედრო მრეწველობის ობიექტებს კიევში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ოდესაში და სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. ჰიპერბგერითმა რაკეტა „კინჟალმა“ დააზიანა ენერგეტიკის ობიექტი ნიკოლაევში. ჟიტომირთან, ოზერნოეს აეროდრომზე, სადაც უკრაინის საჰაერო ძალების МиГ-29 და F-16 ტიპის გამანადგურებლები იმყოფებოდა, მიიტანეს იერიში. სერიოზულად დაზიანდა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა ოდესაში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის ილიჩევსკის საზღვაო პორტი და სამხედრო აეროდრომი „შკოლნი“.
ეს მეთოდური სამხედრო მოქმედებები, რასაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. სპეცოპერაციის დაწყებიდან განადგურებულია: 663 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 61 200-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 609 საზენიტო სარაკეტო სისტემა, 23 729 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 1 565 რეაქტიული ცეცხლის სისტემის დანადგარი და 25 636 ერთეული მტრის საარტილერიო შეიარაღება – ყველაფერი, რაც კი დასავლეთის ქვეყნებს უკრაინული პროქსი-არმიისა და რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მოეპოვებოდათ.
რუსული არმიის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აშშ-ისა და ნატოს მარცხი უკრაინულ კონფლიქტში აშკარაა და გარდაუვალი. დასავლეთი იძულებული გახდა, ისევ შეგუებოდა სტამბოლის მოლაპარაკებების მაგიდას და, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მომავალში შეძლებს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას ბრძოლის ველზე.
ამ ფონზე, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული უშედეგო და უგუნური ტერაქტები რუსეთის ტერიტორიაზე – CIA-სა და MI6-ის კოორდინაციით – ვერ ცვლიან ძალთა ბალანსს უკრაინის ფრონტზე, ვერ აფერხებენ რუსეთის შეტევის ტემპს და ვერ ახდენენ სპეცოპერაციის მიზნების კორექტირებას. რაც შეეხება 1 ივნისის მასშტაბურ ტერაქტს, პასუხიც იქნება შესაბამისი, სერიოზული და განსაკუთრებული. დასავლეთში უკვე ცინიკურად აფასებენ, რამდენად მტკივნეული და „უნიკალური“ იქნება ის დარტყმა, რაც უკრაინულ მარიონეტულ რეჟიმს ელის.
ამასთან, ვაშინგტონმა ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა აეროდრომებზე განხორციელებულ ტერაქტებზე მოსკოვის მოსალოდნელ „არაპროპორციულ პასუხის“ შესახებ.
რუსეთის შურისძიება არ არის მოკლევადიანი ცეცხლოვანი შოუ კიევის ცაზე და არც „ცივი შურისძიება“ ბრიტანეთის გაზსადენებზე ჩრდილოეთის ზღვაში. ყველაფერი ბევრად სერიოზულადაა. ეს არის უწყვეტი, სისტემური პროცესი, რომელიც ათწლეულებზეა გათვლილი. იმ პირობებში, როცა სუვერენულ რუსეთს რესურსებზე შეზღუდვები, პრაქტიკულად, არ აქვს, ის ტექნოლოგიურად მზადაა ნათელი მომავლისთვის ხანგრძლივი ეკონომიკური და სამხედრო ბრძოლისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე