რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები

© photo: Sputnik / Stringerახალი კორპუსების მშენებლობა
ახალი კორპუსების მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2025
გამოწერა
დედაქალაქში 2025 წლის პირველ ოთხ თვეში 941 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 12,5 ათასი ბინა გაიყიდა
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-აპრილში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,2%-ით შემცირდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კვლავ დაბალია და ჩამორჩება 2024 წლის იანვარ-აპრილის გაყიდვებს, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. პირველად ბაზარზე ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელდა, ხოლო მეორად ბაზარზე ფასები ორთვიანი კლების შემდეგ გაიზარდა.
დედაქალაქში 2025 წლის პირველ ოთხ თვეში 941 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 12,5 ათასი ბინა გაიყიდა (-0,7% 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
რაც შეეხება მხოლოდ აპრილის მონაცემებს, საქართველოს დედაქალაქში 3,3 ათასი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის აპრილთან შედარებით 34,1%-ით ნაკლებია. მეორად ბაზარზე გაყიდვები 12,2%-ით შემცირდა, ხოლო პირველად ბაზარზე 17,1%-ით გაიზარდა. ზრდა განპირობებულია რამდენიმე პროექტში ადრე გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერადი ეფექტით.
2025 წლის აპრილში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა და 1.332 აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა), ფასი წინა თვესთან შედარებით 1,9%-ით გაიზარდა და 1.256 აშშ დოლარი შეადგინა.
ბაზრის კვლევის თანახმად, აპრილში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ყოველთვიური ქირა უმნიშვნელოდ, 0,4%-ით, შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 9,5 აშშ დოლარს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0