https://sputnik-georgia.com/20250604/qartvelebi-zalian-niwierebi-vart-tbilisis-meri-gamarjvebis-ordenze-wardgenas-gamoexmaura-293645244.html
ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ - თბილისის მერი გამარჯვების ორდენზე წარდგენას გამოეხმაურა
ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ - თბილისის მერი გამარჯვების ორდენზე წარდგენას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
კალაძემ ორდენზე წარდგენისთვის პრემიერს მადლობა გადაუხადა, კვარაცხელიას და ფაჩულიას კი მიულოცა. 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T19:07+0400
2025-06-04T19:07+0400
2025-06-04T19:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286565731_0:117:2048:1270_1920x0_80_0_0_fad86589389d6efdf9a75df602c8eacb.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელია არის თანამედროვე საქართველოს საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა ბიჭმა ამხელა წარმატებას მიაღწიოს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი. ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრის 73-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. კვარაცხელიას გასულ წელს ნაკრებთან ერთად უკვე მიღებული აქვს ღირსების ორდენი. მისი თქმით, ეს მომავალი თაობისთვის არის დამატებითი სტიმული. „ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ, უბრალოდ შრომასა და მუშაობაში ცოტას მოვიკოჭლებთ. ეს არის ძალიან რთული გზა, რომელსაც სჭირდება თავდაუზოგავი შრომა. ამ გზაზე ბევრი ბარიერი შეგხვდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თავი არ უნდა დახარო, უნდა გადალახო ბარიერები და დარწმუნებული ვარ, ღმერთი ამ შენს შრომას აუცილებლად დაგიფასებს", - აღნიშნა კახა კალაძემ. თავად თბილისის მერს, ყოფილ ფეხბურთელს კახა კალაძეს ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. ის იტალიურ კლუბ „მილანის" შემდგენლობაში 2001-2010 წლებში თამაშობდა. კლუბთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა 2003 და 2007 წლებში მოიგო. სწორედ წარსულში წარმატებული საფეხბურთო კარიერისთვის წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახა კალაძე წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე კვარაცხელიასთან ერთად. ამ დაფასებისთვის კახა კალაძემ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრემიერი „ქართული ფეხბურთის ძალიან მაგარი გულშემატკივარია და კარგად ერკვევა ამ სფეროში". წამარტებულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ორდენზე წარდგენილია კიდევ ერთი ცნობილი ქართველი სპორტსმენი - კალათბურთელი ზაზა ფაჩულია. მას სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი NBA - ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ, როგორც მენეჯერს. თბილისის მერმა ორდენზე წარდგენა ზაზა ფაჩულიასაც მიულოცა. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ორდენი შემოღებულია 2004 წლის 24 ივნისის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის პირველი კავალერი აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გახდა. მას ეს ჯილდო 2005 წელს თბილისში ვიზიტისას გადაეცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286565731_653:161:2048:1207_1920x0_80_0_0_60f2336b148c492689fa516b708fcbdb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , სპორტი
ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ - თბილისის მერი გამარჯვების ორდენზე წარდგენას გამოეხმაურა
კალაძემ ორდენზე წარდგენისთვის პრემიერს მადლობა გადაუხადა, კვარაცხელიას და ფაჩულიას კი მიულოცა.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელია არის თანამედროვე საქართველოს საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა ბიჭმა ამხელა წარმატებას მიაღწიოს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი.
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრის 73-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
კვარაცხელიას გასულ წელს ნაკრებთან ერთად უკვე მიღებული აქვს ღირსების ორდენი.
„ხვიჩა კვარაცხელიას მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებას უკავშირდება. მან გაახარა სრულიად საქართველო. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ძალიან რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოციები, რაც „ჩემპიონთა ლიგის" მოგებას უკავშირდება. გულწრფელად ვულოცავ ხვიჩას და ვუსურვებ მას კიდევ უფრო მეტ გამარჯვებებს, მას ამის რეალური შანსი აქვს, რომ კიდევ მოიგოს ლიგები", - განაცხდა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ეს მომავალი თაობისთვის არის დამატებითი სტიმული.
„ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ, უბრალოდ შრომასა და მუშაობაში ცოტას მოვიკოჭლებთ. ეს არის ძალიან რთული გზა, რომელსაც სჭირდება თავდაუზოგავი შრომა. ამ გზაზე ბევრი ბარიერი შეგხვდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თავი არ უნდა დახარო, უნდა გადალახო ბარიერები და დარწმუნებული ვარ, ღმერთი ამ შენს შრომას აუცილებლად დაგიფასებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თავად თბილისის მერს, ყოფილ ფეხბურთელს კახა კალაძეს ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. ის იტალიურ კლუბ „მილანის" შემდგენლობაში 2001-2010 წლებში თამაშობდა. კლუბთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა 2003 და 2007 წლებში მოიგო.
სწორედ წარსულში წარმატებული საფეხბურთო კარიერისთვის წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახა კალაძე წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე კვარაცხელიასთან ერთად.
ამ დაფასებისთვის კახა კალაძემ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრემიერი „ქართული ფეხბურთის ძალიან მაგარი გულშემატკივარია და კარგად ერკვევა ამ სფეროში".
„ჩემთვისაც დიდი პატივია აღნიშნული ჯილდოს მიღება, რადგან ეს არის ჯილდო იმ უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, 90-იანი წლების პატარა ბიჭის მიერ ჩაფიქრებული ოცნების ასრულების. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა, როგორც ფეხბურთელს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მეთამაშა და წარმატებული კარიერა მქონოდა" , - აღნიშნა კალაძემ.
წამარტებულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ორდენზე წარდგენილია კიდევ ერთი ცნობილი ქართველი სპორტსმენი - კალათბურთელი ზაზა ფაჩულია. მას სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი NBA - ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ, როგორც მენეჯერს.
თბილისის მერმა ორდენზე წარდგენა ზაზა ფაჩულიასაც მიულოცა.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ორდენი შემოღებულია 2004 წლის 24 ივნისის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის პირველი კავალერი აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გახდა. მას ეს ჯილდო 2005 წელს თბილისში ვიზიტისას გადაეცა.