https://sputnik-georgia.com/20250604/lionidan-qutaissi-pirveli-reisi-sesrulda-293640597.html
ლიონიდან ქუთაისში პირველი რეისი შესრულდა
ლიონიდან ქუთაისში პირველი რეისი შესრულდა
Sputnik საქართველო
პირველი რეისის მგზავრებს ტრადიციულად საჩუქრები დაურიგდათ. 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T16:03+0400
2025-06-04T16:03+0400
2025-06-04T16:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/16/289125618_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_11255bca0284187588e66800be4e33c8.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-მა ლიონიდან გვიან ღამით, 86 მგზავრით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. კომპანიის ცნობით, საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სადღესასწაულო გარემო დახვდათ. ტრადიციულად პირველი რეისის მგზავრებს საჩუქრებიც დაურიგდათ. ლიონი არის საფრანგეთის მესამე ქალაქი, რომელიც პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით უკავშირდება. ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. „ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის", - აღნიშნავენ კომაპნიაში. ქუთაისიდან ლიონში პირველი რეისი ოთხშაბათს, 3 ივნისს შესრულდა.ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.
საქართველო
ქუთაისი
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/16/289125618_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_93634a673441c71d30695b0c39877977.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საფრანგეთი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საფრანგეთი
ლიონიდან ქუთაისში პირველი რეისი შესრულდა
პირველი რეისის მგზავრებს ტრადიციულად საჩუქრები დაურიგდათ.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-მა ლიონიდან გვიან ღამით, 86 მგზავრით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
კომპანიის ცნობით, საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სადღესასწაულო გარემო დახვდათ. ტრადიციულად პირველი რეისის მგზავრებს საჩუქრებიც დაურიგდათ.
ლიონი არის საფრანგეთის მესამე ქალაქი, რომელიც პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით უკავშირდება.
ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
„ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის", - აღნიშნავენ კომაპნიაში.
ქუთაისიდან ლიონში პირველი რეისი ოთხშაბათს, 3 ივნისს შესრულდა.
ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.