https://sputnik-georgia.com/20250604/4-ivnisidan-ganaxlebuli-dizainis-piradobis-mowmobebi-gaicema-293600579.html
დღეიდან საქართველოში განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობები და პასპორტები გაიცემა
დღეიდან საქართველოში განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობები და პასპორტები გაიცემა
Sputnik საქართველო
ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოწმობები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით იმოქმედებს. 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T09:33+0400
2025-06-04T09:33+0400
2025-06-04T09:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პასპორტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23479/64/234796423_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91e3de87efa1b10b0626888d1bc299f9.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. დღეიდან საქართველოს მოქალაქის ახალი ტიპის პირადობისა და ბინადრობის მოწმობები გაიცემა, შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მიმდინარე წლის აპრილში გამოსცა.ამასთან, ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოწმობები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით იმოქმედებს.კერძოდ, ყველა ის პირი, ვინც პირადობის მოწმობის აღებას 4 ივნისის შემდეგ გადაწყვეტს, განახლებული დიზაინის მოწმობას მიიღებს.განახლებული პირადობის მოწმებები კვლავ 10 წლის ვადით გაიცემა. ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, ID-ბარათებზე დატანილი იქნება QR-კოდი, რომელიც შესაძლებელს გახდის დოკუმენტზე დატანილი ინფორმაციის ონლაინ-გადამოწმებას. გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაყალბებისგან უფრო მეტად იქნება დაცული.იუსტიციის სამინისტრომ უკვე განსაზღვრა პარამეტრები ორივე ტიპის დოკუმენტისთვის - მათ შორის, ეს არის სპეციალური ტიპის ქაღალდი, მიკროჩიპები, დამცავი ნიშნები და პერსონალური მონაცემები, რომლებიც დოკუმენტში იქნება შეტანილი.შეიცვლება საქართველოს მოქალაქეების ბიომეტრული პასპორტების თითოეული გვერდის დიზაინიც. განსაკუთრებული ნიშანი იქნება პასპორტის ბოლო გვერდზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ნოტები.გარდა პირადობისა და პასპორტისა, იცვლება დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ფორმები და ტექნიკური მახასიათებლებიც.საქართველოს მოქალაქეების პასპორტებში მითითებულია მხოლოდ სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი. დოკუმენტებში არ არის მითითებული არც მამის სახელი, არც რეგისტრაციის ადგილი.მოქალაქეს დოკუმენტის აღება შეუძლია იუსტიციის სახლში ან სამოქალაქო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციისა. დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღება ელექტრონულად ადგილზევეა შესაძლებელი.საბუთები გაიცემა განაცხადის დღიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. პროცესი შეიძლება დაჩქარდეს და ყველაფრის მიღება შესაძლებელია იმავე დღეს. პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23479/64/234796423_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_6d01b6d979cbedf8752c0a39eb8952b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დღეიდან საქართველოში განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობები და პასპორტები გაიცემა
ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოწმობები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით იმოქმედებს.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. დღეიდან საქართველოს მოქალაქის ახალი ტიპის პირადობისა და ბინადრობის მოწმობები გაიცემა, შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მიმდინარე წლის აპრილში გამოსცა.
ამასთან, ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოწმობები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით იმოქმედებს.
კერძოდ, ყველა ის პირი, ვინც პირადობის მოწმობის აღებას 4 ივნისის შემდეგ გადაწყვეტს, განახლებული დიზაინის მოწმობას მიიღებს.
განახლებული პირადობის მოწმებები კვლავ 10 წლის ვადით გაიცემა. ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, ID-ბარათებზე დატანილი იქნება QR-კოდი, რომელიც შესაძლებელს გახდის დოკუმენტზე დატანილი ინფორმაციის ონლაინ-გადამოწმებას. გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაყალბებისგან უფრო მეტად იქნება დაცული.
იუსტიციის სამინისტრომ უკვე განსაზღვრა პარამეტრები ორივე ტიპის დოკუმენტისთვის - მათ შორის, ეს არის სპეციალური ტიპის ქაღალდი, მიკროჩიპები, დამცავი ნიშნები და პერსონალური მონაცემები, რომლებიც დოკუმენტში იქნება შეტანილი.
შეიცვლება საქართველოს მოქალაქეების ბიომეტრული პასპორტების თითოეული გვერდის დიზაინიც. განსაკუთრებული ნიშანი იქნება პასპორტის ბოლო გვერდზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ნოტები.
გარდა პირადობისა და პასპორტისა, იცვლება დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ფორმები და ტექნიკური მახასიათებლებიც.
საქართველოს მოქალაქეების პასპორტებში მითითებულია მხოლოდ სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი. დოკუმენტებში არ არის მითითებული არც მამის სახელი, არც რეგისტრაციის ადგილი.
მოქალაქეს დოკუმენტის აღება შეუძლია იუსტიციის სახლში ან სამოქალაქო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციისა. დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღება ელექტრონულად ადგილზევეა შესაძლებელი.
საბუთები გაიცემა განაცხადის დღიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. პროცესი შეიძლება დაჩქარდეს და ყველაფრის მიღება შესაძლებელია იმავე დღეს. პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.