https://sputnik-georgia.com/20250604/2025-wlis-rtvelze-siaxleebia-dagegmili-293637696.html
2025 წლის რთველზე სიახლეებია დაგეგმილი
2025 წლის რთველზე სიახლეებია დაგეგმილი
Sputnik საქართველო
რამდენიმე წელია საქართველოში ყურძნის რეალიზაცია გაადვილდა. 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T12:12+0400
2025-06-04T12:12+0400
2025-06-04T12:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855655_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_978029e6c35c493262bb99a6b0981957.jpg
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. 2025 წლის რთველზე რამდენიმე სიახლეა დაგეგმილი, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კერძოდ, წელს რთველის დროს მოსავალს ელექტრონული სასწორის მეშვეობით აღრიცხავენ. ყველა ის კომპანია, რომელიც მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს, ვალდებულია იქონიოს ელექტრონული სასწორი, რომელიც ჩართული იქნება რთველის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. აღნიშნულ ბაზაში ავტომატურად აისახება კომპანიის მიერ შესყიდული ყურძნის რაოდენობა.სამინისტროს ცნობით, ელექტრონული სასწორის გამოყენება მონაცემთა აღრიცხვას გაამარტივებს და მეტად დაზუსტებულს გახდის.ასევე, სახელმწიფოს წელს აქვს განსხვავებული მიდგომა და ხარისხიან და უხარისხო ყურძენს ერთ ფასად აღარ ჩაიბარებს.სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე, არსებულ მოცემულობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრეს.მინისტრმა ყურადღება 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზე გაამახვილა.2023 წლიდან საქართველოში ყურძნის რეალიზაცია გაადვილდა. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია დარეგისტრირდეს საკოორდინაციო შტაბში, რათა ხელი შეუწყოს რთველის ორგანიზებულ ჩატარებას, მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და ფასი, რომლითაც სურს პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ ყურძნის ჩაბარების მსურველი ფერმერი მიმართავს შტაბს და ეძებს კომპანიას, რომელიც მისგან მოსავალს ხელმისაწვდომ ფასად შეისყიდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855655_339:0:3070:2048_1920x0_80_0_0_594174233199ab9664f982d3ceba4c45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო
2025 წლის რთველზე სიახლეებია დაგეგმილი
რამდენიმე წელია საქართველოში ყურძნის რეალიზაცია გაადვილდა.
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. 2025 წლის რთველზე რამდენიმე სიახლეა დაგეგმილი, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, წელს რთველის დროს მოსავალს ელექტრონული სასწორის მეშვეობით აღრიცხავენ. ყველა ის კომპანია, რომელიც მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს, ვალდებულია იქონიოს ელექტრონული სასწორი, რომელიც ჩართული იქნება რთველის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. აღნიშნულ ბაზაში ავტომატურად აისახება კომპანიის მიერ შესყიდული ყურძნის რაოდენობა.
სამინისტროს ცნობით, ელექტრონული სასწორის გამოყენება მონაცემთა აღრიცხვას გაამარტივებს და მეტად დაზუსტებულს გახდის.
ასევე, სახელმწიფოს წელს აქვს განსხვავებული მიდგომა და ხარისხიან და უხარისხო ყურძენს ერთ ფასად აღარ ჩაიბარებს.
სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე, არსებულ მოცემულობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
მინისტრმა ყურადღება 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზე გაამახვილა.
„ერთობლივი მუშაობით შევძლებთ რთველის ორგანიზებულად ჩატარებას. თადარიგი თავიდანვე უნდა დავიჭიროთ, რომ ხარისხიანი ყურძენი იყოს შესაბამისად დაფასებული. ორგანიზების ნაწილში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
2023 წლიდან საქართველოში ყურძნის რეალიზაცია გაადვილდა. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია დარეგისტრირდეს საკოორდინაციო შტაბში, რათა ხელი შეუწყოს რთველის ორგანიზებულ ჩატარებას, მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და ფასი, რომლითაც სურს პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ ყურძნის ჩაბარების მსურველი ფერმერი მიმართავს შტაბს და ეძებს კომპანიას, რომელიც მისგან მოსავალს ხელმისაწვდომ ფასად შეისყიდის.