https://sputnik-georgia.com/20250603/sagarejosi-yofili-colis-mkvlelobistvis-dakavebuls-20-weli-miesaja-293624019.html
საგარეჯოში ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს 20 წელი მიესაჯა
საგარეჯოში ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს 20 წელი მიესაჯა
Sputnik საქართველო
მამაკაცმა ყოფილი ცოლი სასტიკად სცემა. ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. 03.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-03T15:14+0400
2025-06-03T15:14+0400
2025-06-03T15:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
ძალადობა ოჯახში
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_185:220:2876:1734_1920x0_80_0_0_1f91dc63e0f212116a551a141dc0ae90.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. კახეთში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს საგარეჯოში ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. მამაკაცი პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა, მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 109 მუხლის "კ","მ","პ" ქვეპუნქტებით წარედგინა. „სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიოშნულია ინფორმაციაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ქვით სცემა, ამნისტიით საპატიმროდან ახალი გამოსული იყო. ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_442:190:2501:1734_1920x0_80_0_0_ab0e6d3486943f761fd300ef380568d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ძალადობა ოჯახში , კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ძალადობა ოჯახში , კახეთი
საგარეჯოში ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს 20 წელი მიესაჯა
მამაკაცმა ყოფილი ცოლი სასტიკად სცემა. ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. კახეთში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს საგარეჯოში ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.
მამაკაცი პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა, მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 109 მუხლის "კ","მ","პ" ქვეპუნქტებით წარედგინა.
„სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიოშნულია ინფორმაციაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ქვით სცემა, ამნისტიით საპატიმროდან ახალი გამოსული იყო. ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.