მოსაზრება: დასავლელი „მშვიდობისმყოფლები“ კიევის რეჟიმის ტერაქტების ორგანიზატორები არიან

  - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2025
გამოწერა
მასშტაბური ტერორისტული თავდასხმები რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე, რომელიც განხორციელდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, არის კოლექტიური დასავლეთის – CIA-ს, პენტაგონისა და NATO-ს – ორგანიზაციულ-ტექნოლოგიური პროდუქტი. უკრაინას არ გააჩნია საკუთარი სადაზვერვო კოსმოსური აპარატები, კოსმოსური ინტერნეტი, გლობალური ნავიგაციისა და მართვის სისტემა. ცხადია, რუსეთი გააკეთებს შესაბამის დასკვნებს და მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც არ მოეწონება კიევის მარიონეტებს და მათ დასავლელ მფარველებს.
1 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ტერაქტის შესახებ, რომელიც განხორციელდა FPV-დრონების გამოყენებით რუსეთის ხუთ რეგიონში მდებარე აეროდრომების წინააღმდეგ. ამურის, რიაზანისა და ივანოვოს ოლქებში ყველა თავდასხმა მოგერიებულია. ხოლო ირკუტსკისა და მურმანსკის ოლქებში აეროდრომებთან ახლოს დრონების გაშვებამ რამდენიმე ერთეული ავიატექნიკის დაწვა გამოიწვია. სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა. ხანძრები სწრაფად იქნა ლიკვიდირებული. დაკავებულია ტერაქტში მონაწილე რამდენიმე პირი.
ტერორისტული ოპერაცია „ობობას ქსელის“ (ოპერაცია „Паутина“) განხორციელებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა (შეიყვანილია რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში №9534) და კიევის „პიანისტმა“ ვლადიმირ ზელენსკიმ აიღეს.
უკრაინულმა და დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტი მზადდებოდა წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში. FPV-დრონები და მობილური ხის კაბინები ცალკე გადმოიტანეს რუსეთში. დრონები დამალეს კაბინების სახურავებში, რომელთაც ქირაობდნენ ჩელიაბინსკის ცენტრში მდებარე სასაწყობე ფართში. შემდგომში დრონები სატვირთო ავტომობილებით გააგზავნეს სხვადასხვა მარშრუტით, რათა ისინი დისტანციურად გაეშვათ წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, შესაბამის დროს — სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ.
თითქმის წარმოუდგენელია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის საჭირო ტექნოლოგიური შესაძლებლობები – სადაზვერვო მონაცემების შეგროვება, სამიზნეებზე მიტანილი ზუსტი დარტყმები, მონაცემთა გადაცემა ათასობით კილომეტრის მანძილზე და ტერაქტის სინქრონიზაცია რამდენიმე დროის სარტყელში, უკრაინულ სპეცსამსახურებს თავად ჰქონდეთ. ცხადია, ეს არის NATO-ს „დახმარება“.
შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ერთმა ცნობილმა კიეველმა ბლოგერმა, რომელიც ესპანეთში ემიგრირებულია, ეჭვი გამოთქვა, რომ „შარიკოვის სახის მუტრუკებმა“ ეს ყველაფერი თავად მოიფიქრეს. რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე პროქსი-ომის ესკალაციის მიზნით, NATO-ს სპეცსამსახურებმა ორგანიზება გაუწიეს ფართომასშტაბიან ტერორისტულ პროქსი-ოპერაციას, უზრუნველყვეს მისი დაფინანსება და ლოგისტიკა, ხოლო СБУ-ს წარმომადგენლები ამ პროცესში მეასეხარისხოვან „შარიკოვებად“ გამოიყენეს.
დასავლეთში 1 ივნისის FPV-დრონების შეტევას დაუფარავი კმაყოფილებითა და ენთუზიაზმით შეხვდნენ. „რუსეთის ყველაზე სტრატეგიული საჰაერო აქტივების“ განადგურება მათთვის განსაკუთრებული სიხარულის მიზეზი გახდა. ბავშვივით ხტოდნენ სიხარულისგან, მიუხედავად იმისა, რომ 2 ივნისის დილით დარჩენილი რუსული „აქტივები“ NATO-ს ყველა ქვეყანას სამჯერაც კი გაანადგურებდნენ.
ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch დაასკვნა: „უკრაინამ განახორციელა თავისი ისტორიის ყველაზე წარმატებული საჰაერო დარტყმა“. The American Conservative-მა დაუყოვნებლივ გაავრცელა ინფორმაცია: „შეტევის შედეგად განადგურდა სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც გამოიყენებოდა ბირთვული იარაღის გადასატანად“. New York Times-მა აღნიშნა: „ეს იყო კოორდინირებული ოპერაცია, რომელმაც მოიცვა ობიექტები აღმოსავლეთ სიბირედან რუსეთის დასავლეთ საზღვრამდე“. The Washington Post-ი მანიაკალურად, თითქოს ტკბობით, იმეორებდა ფრაზას: „რუსული პერლ-ჰარბორი“.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-მა ხაზგასმით აღნიშნა: „აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევის შესახებ ინფორმირებული იქნა ნელისის ავიაბაზაზე გაჩერებისას და აკვირდებოდა სიტუაციას. მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენელმა ანონიმურად განაცხადა, რომ აშშ შეტევამდე გაფრთხილებული არ იყო. მისი თქმით, ეს არის სირთულის ისეთი დონე, რომელთანაც ამერიკაა აქამდე შეხება არ ჰქონია“. გამოცემა Axios-მაც დაადასტურა, რომ კიევმა თეთრ სახლს წინასწარ არ შეატყობინა 1 ივნისის შეტევის შესახებ. მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმირებულობა?
უკრაინული სპეცსამსახურები უკვე დიდი ხანია, მთლიანად იმყოფებიან ამერიკელი და ბრიტანელი მრჩევლების კონტროლის ქვეშ. პენტაგონისა და NATO-ს კოსმოსური და საჰაერო დაზვერვა უზრუნველყოფს რუსეთის ობიექტებზე მიტანილ დარტყმებს — უკრაინელი დაქირავებულების ხელით. ბრძოლის ველზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კავშირს უზრუნველყოფს ამერიკული სისტემა Starlink. განა მანამდე არ ვიცოდით ГУР-ისა და СБУ-ს "მძინარე უჯრედების" შესახებ, რომლებიც რუსეთში შეიქმნა ჯერ კიდევ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე? ამაზე ღიად წერენ ამერიკულ მედიაში. მაგალითად, New York Times წერს: „რუსეთი გადადის შეტევაზე, ხოლო უკრაინა სულ უფრო დამოკიდებულია დივერსიებზე და შორმანძილიან სარაკეტო დარტყმებზე, რაც მოითხოვს ჯაშუშების არსებობას ფრონტის ხაზს იქეთ “.
ტელეარხმა NBC News-მა ჯერ კიდევ 2023 წელს იწინასწარმეტყველა რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიებისა და საიდუმლო მკვლელობების რაოდენობის ზრდა, რაც უკავშირდებოდა უკრაინული ჯარების ჩიხურ მდგომარეობას ფრონტზე და დასავლური სამხედრო დახმარების გაურკვევლობას.
CIA-სა და MI6-ის ინსტრუქტორები ჯერ კიდევ „მაიდანის“ პერიოდიდან იკავებდნენ მთელ სართულს СБУ-სა და უკრაინის დაზვერვის შტაბ-ბინაში. 2015 წელს ГУР-ის ხელმძღვანელმა ვალერი კონდრატიუკმა პირველივე შეხვედრაზე CIA-ს კიევური რეზიდენტურის მოადგილეს საკუთარი ინიციატივით გადასცა სრული საიდუმლო დოკუმენტაცია რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტზე, მათ შორის ბოლო მოდელის ატომური წყალქვეშა ნავების შესახებ.
მოგვიანებით, CIA-ს თანამშრომლები რეგულარულად ტოვებდნენ ГУР-ის ოფისს საიდუმლო დოკუმენტებით სავსე ზურგჩანთებით. მადლიერების ნიშნად, 2016 წლიდან CIA უკრაინულ „ქვეკონტრაქტორებს“ კომპიუტერულ ტექნიკას აწვდიდა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დაცული კავშირის ქსელებისა და თანამგზავრული სისტემების „გატეხვა“ რუსეთში, ჩინეთსა და ბელარუსში. მოგვიანებით, გაუქმდა თავდაპირველი აკრძალვაც, რომელიც კრძალავდა CIA-ს დახმარებას უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ოპერაციებში.
ამ „ბნელ“ ფონზე ვაშინგტონის 2025 წლის „მშვიდობისმყოფელური ინიციატივები“ მეტად არასაიმედოდ გამოიყურება. გინდათ მშვიდობა — გათიშეთ Starlink! სამწუხაროდ, СБУ-ს 1 ივნისის ტერორისტული ოპერაცია სწორედ აშშ-ისა და NATO-ს მიერ მოწოდებულ დაზვერვით, მართვისა და დამიზნების სისტემებზე, თანამგზავრულ ფოტოებზე და კოსმოსურ ინტერნეტზე იყო დამოკიდებული.
როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ან ფარულად ამტკიცებს იმას, რაც ხდება, ან უბრალოდ ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას. რაც ორივე შემთხვევაში საფრთხეს უქმნის როგორც ევროპას, ისე მსოფლიო უსაფრთხოებას.
რუსეთი ყველა ზომას მიიღებს, რათა უკრაინელმა „შარიკოვებმა“ ვეღარ შეიტანონ დამრტყმელი დრონების ახალი პარტია თუ ამერიკული (ბრიტანული, ფრანგული) ბირთვული საბრძოლო დანადგარი კონტეინერით. დადგა ჭეშმარიტების მომენტი. FPV-დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა 1 ივნისს ჩამოაგდო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა და აეროდრომების უსაფრთხოების სამსახურმა. ირკუტსკის ოლქის მცხოვრებლებმა დრონების სტარტის დროს მოახერხეს მათი განეიტრალება. თუმცა, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების ზონები მთელი რუსეთის ტერიტორიაზე საჭიროებენ მაღალტექნოლოგიურ გარდაქმნას, პრაქტიკულად, რევოლუციურს.
დადგა დრო, როდესაც დამრტყმელი FPV-დრონი ხელოვნური ინტელექტით ან თანამგზავრული მართვით შეიძლება აფრინდეს ნებისმიერი მანქანიდან, თუნდაც პიცის მიტანის ზურგჩანთიდან. და ეს ეხება არა მხოლოდ რუსეთს.
კონტეინერებით თამაშის ამ „ამაღელვებელმა“ ფორმატმა, შესაძლოა, გაგრძელება ჰპოვოს ევროკავშირის „სამოთხის ბაღში“, სადაც მრავლად არის როგორც სამხედრო ბაზები, ისე საშიში ტერორისტული ორგანიზაციები. ბრიტანელმა სამხედრო ექსპერტებმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში დაასახელეს „წყალქვეშა ინფრასტრუქტურის ობიექტები“, რომლებსაც, მათი აზრით, „რუსეთი ფარულად დაარტყამს ლონდონის მიერ პროქსი-ომში მონაწილეობის პასუხად“. მაგრამ რატომ „ფარულად“? და რატომ — რუსეთმა?
როგორც არ უნდა იყოს, რუსეთის გადაწყვეტილებები აუცილებლად არ მოეწონებათ არც კიევის მარიონეტებს და არც მათ დასავლელ მფარველებს.
ანგლოსაქსების საუკუნივანი რწმენა საკუთარი გამორჩეულობისა და დაუსჯელობის შესახებ იმით დასრულდა, რომ ოდესღაც უზარმაზარი ბრიტანეთის იმპერიიდან მხოლოდ პატარა კუნძული დარჩა ატლანტიკის ოკეანეში. რწმენა კი ჯერ კიდევ ცოცხალია. სახიფათო ოცნება გონების გარეშე შობს ურჩხულებს. გამოცემა The War Zone-ის ვარაუდი, თითქოს СБУ-ს ტერორისტული ოპერაცია 1 ივნისს „გამოიწვევს კრემლის უნიკალურ პასუხს და რომ ფართომასშტაბიანი შეტევები რუსეთის სტრატეგიულ შესაძლებლობებზე იქცევიან წითელ ხაზად“ — არის ყველაზე გონივრული შეფასება, რაც კი დასავლურ ანალიტიკურ მასალებში გვხვდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0