https://sputnik-georgia.com/20250603/qutaisidan-lionsi-pirveli-aviareisi-sesrulda-293632753.html
ქუთაისიდან ლიონში პირველი ავიარეისი შესრულდა
ქუთაისიდან ლიონში პირველი ავიარეისი შესრულდა
Sputnik საქართველო
ლიონი, საფრანგეთის მესამე ქალაქია, რომელიც პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით უკავშირდება. 03.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-03T19:59+0400
2025-06-03T19:59+0400
2025-06-03T19:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ქუთაისი
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_0:321:3070:2048_1920x0_80_0_0_a00b4c85db9611c8bf1f26f09980686b.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. ცოტა ხნის წინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა 130 მგზავრით ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით საინაუგურაციო ფრენას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი სალვატორე გაბრიელე იმპერიალე დაესწრნენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის. ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის, ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის „ოლიმპიკში“ მოთამაშე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე. მისი თქმით, ლიონი არის საფრანგეთის მესამე ქალაქი, რომელიც, პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით უკავშირდება. ამ ეტაპზე, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.
საქართველო
ქუთაისი
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_237:0:2968:2048_1920x0_80_0_0_44254c94559e64241f6ac1fc64fa8eda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისი , საფრანგეთი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისი , საფრანგეთი
ქუთაისიდან ლიონში პირველი ავიარეისი შესრულდა
ლიონი, საფრანგეთის მესამე ქალაქია, რომელიც პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით უკავშირდება.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ცოტა ხნის წინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა 130 მგზავრით ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა.
ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით საინაუგურაციო ფრენას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი სალვატორე გაბრიელე იმპერიალე დაესწრნენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის, ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის „ოლიმპიკში“ მოთამაშე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე.
„იმედი გვაქვს, რომ ლიონის მიმართულება ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების განვითარებას საქართველოში. ველოდებით, რომ მივიღებთ და მოვემსახურებით უფრო მეტ ტურისტს საფრანგეთიდან და მეტი კმაყოფილი მგზავრი გაემგზავრება საქართველოდან საფრანგეთში“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
მისი თქმით, ლიონი არის საფრანგეთის მესამე ქალაქი, რომელიც, პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით უკავშირდება.
ამ ეტაპზე, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.