https://sputnik-georgia.com/20250603/ormagi-standarti-saqartvelos-xelisuflebis-pasuxi-svedetis-mtavrobis-kritikaze-293625462.html
ორმაგი სტანდარტები: საქართველოს ხელისუფლების პასუხი შვედეთის მთავრობის კრიტიკაზე
ორმაგი სტანდარტები: საქართველოს ხელისუფლების პასუხი შვედეთის მთავრობის კრიტიკაზე
Sputnik საქართველო
ის, რაც თურმე შვედეთისთვის შესაძლებელია და დასაშვებია, რატომღაც არ შეიძლება საქართველოში განხორციელდეს, აღნიშნა დეპუტატმა. 03.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-03T17:04+0400
2025-06-03T17:04+0400
2025-06-03T17:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შვედეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_00500fa95844a2245b1b829818db32ef.jpg
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. შვედეთის ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, რადგან თავად გეგმავენ უცხოური დაფინანსების აკრძალვას, საქართველოს აკრიტიკებენ ანალოგიური ზომების გამო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე რეპრესიული უწოდა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს - „უცხოელი აგენტების“ შესახებ ამერიკული FARA-ს ქართულ ვერსიას, რომელიც მოითხოვს როგორც ორგანიზაციების, ასევე ფიზიკური პირების რეგისტრაციას. ამ ფონზე, შვედეთის მთავრობა გეგმავს საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომელიც შეზღუდავს ან მთლიანად აკრძალავს იმ ორგანიზაციების უცხოურ დაფინანსებას, რომელთა საქმიანობა მიმართულია შვედეთის დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი სისტემის წინააღმდეგ.ის, რაც თურმე შვედეთისთვის შესაძლებელია და დასაშვებია, არ შეიძლება საქართველოში განხორციელდეს, აღნიშნა დეპუტატმა.თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შვედეთის ხელისუფლების მოქმედებას სამარცხვინო უწოდა.„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,” - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.ევროპელი მაღალი თანამდებობის პირები კვლავ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას და არასამთავრობო სექტორის მიმართ პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ.ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა კანონს ქვეყნის დემოკრატიისგან სერიოზული უკანდახევა უწოდეს. როგორც დიპლომატების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება, თუ ხელისუფლება საიმედო ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული ნორმებიდან უკანდახევის აღმოსაფხვრელად.რა წერია კანონშიმიღებული კანონის თანახმად, საქართველოში შემოდის ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი".ტერმინი „უცხოური პრინციპალის“ ქვეშ იგულისხმება:რაც შეეხება ტერმინს „უცხოური პრინციპალის აგენტი“, მოიაზრება ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან უცხო მოქალაქის უფლებამოსილების, მოთხოვნების, ბრძანებების შესაბამისად ან კონტროლქვეშ.ამასთან, აგენტებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე.„უცხოური აგენტების“ სიაში ასევე მოხვდებიან ისინი, ვინც დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით აგროვებენ, გამოყოფენ ან გადარიცხავენ შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მის ინტერესებში.ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არ გავრცელდება იმ საინფორმაციო სამაუწყებლო კომპანიებზე, მედია-საშუალებებსა ან ასოციაციებზე, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე (დაარსებული და რეგისტრირებული საქართველოში) ან მედიაზე, რომლებიც მოიძიებენ ან იღებენ რეკლამას, ჰყავთ გამომწერები ან იღებენ სხვა სახის შემოსავალს და რომელთა მფლობელების, მმართველი მენეჯერებისა და ხელმძღვანელობის სულ მცირე 80% საქართველოს მოქალაქეა.არცერთმა პირმა არ უნდა იმოქმედოს როგორც „უცხოური პრინციპალის აგენტმა“, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა სრულად შევსებული სარეგისტრაციო განცხადება და დამატებითი დოკუმენტები.
საქართველო
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e7a83052c1026bade8c288d1409fa881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შვედეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შვედეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ორმაგი სტანდარტები: საქართველოს ხელისუფლების პასუხი შვედეთის მთავრობის კრიტიკაზე
ის, რაც თურმე შვედეთისთვის შესაძლებელია და დასაშვებია, რატომღაც არ შეიძლება საქართველოში განხორციელდეს, აღნიშნა დეპუტატმა.
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. შვედეთის ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, რადგან თავად გეგმავენ უცხოური დაფინანსების აკრძალვას, საქართველოს აკრიტიკებენ ანალოგიური ზომების გამო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე რეპრესიული უწოდა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს - „უცხოელი აგენტების“ შესახებ ამერიკული FARA-ს ქართულ ვერსიას, რომელიც მოითხოვს როგორც ორგანიზაციების, ასევე ფიზიკური პირების რეგისტრაციას. ამ ფონზე, შვედეთის მთავრობა გეგმავს საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომელიც შეზღუდავს ან მთლიანად აკრძალავს იმ ორგანიზაციების უცხოურ დაფინანსებას, რომელთა საქმიანობა მიმართულია შვედეთის დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი სისტემის წინააღმდეგ.
„პირველ ივნისს ისინი აცხადებდნენ საქართველოში „ფარას“ ანალოგიური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომ ეს არის უკუსვლა და ანტიდემოკრატიული კანონი და მეორე დღეს, უკვე 2 ივნისს, ისინი აცხადებდნენ იმის თაობაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა დაიცვან ანტიდემოკრატიული პროცესებისგან და გარე ჩარევების შესაძლებლობისგან, რაც რა თქმა უნდა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მათ აქვთ ორმაგი სტანდარტებით მიდგომა“, - აცხადებს მიქანაძე.
ის, რაც თურმე შვედეთისთვის შესაძლებელია და დასაშვებია, არ შეიძლება საქართველოში განხორციელდეს, აღნიშნა დეპუტატმა.
თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შვედეთის ხელისუფლების მოქმედებას სამარცხვინო უწოდა.
„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,” - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ევროპელი მაღალი თანამდებობის პირები კვლავ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას და არასამთავრობო სექტორის მიმართ პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა კანონს ქვეყნის დემოკრატიისგან სერიოზული უკანდახევა უწოდეს. როგორც დიპლომატების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება, თუ ხელისუფლება საიმედო ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული ნორმებიდან უკანდახევის აღმოსაფხვრელად.
მიღებული კანონის თანახმად, საქართველოში შემოდის ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი".
ტერმინი „უცხოური პრინციპალის“ ქვეშ იგულისხმება:
უცხო სახელმწიფო ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ხელისუფლება;
პირი, რომელიც იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, „საქართველოში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსით;
პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან პირთა გაერთიანება, რომელთა საქმიანობა რეგულირდება უცხოური კანონმდებლობით.
რაც შეეხება ტერმინს „უცხოური პრინციპალის აგენტი“, მოიაზრება ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან უცხო მოქალაქის უფლებამოსილების, მოთხოვნების, ბრძანებების შესაბამისად ან კონტროლქვეშ.
ამასთან, აგენტებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
„უცხოური აგენტების“ სიაში ასევე მოხვდებიან ისინი, ვინც დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით აგროვებენ, გამოყოფენ ან გადარიცხავენ შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მის ინტერესებში.
ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არ გავრცელდება იმ საინფორმაციო სამაუწყებლო კომპანიებზე, მედია-საშუალებებსა ან ასოციაციებზე, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე (დაარსებული და რეგისტრირებული საქართველოში) ან მედიაზე, რომლებიც მოიძიებენ ან იღებენ რეკლამას, ჰყავთ გამომწერები ან იღებენ სხვა სახის შემოსავალს და რომელთა მფლობელების, მმართველი მენეჯერებისა და ხელმძღვანელობის სულ მცირე 80% საქართველოს მოქალაქეა.
არცერთმა პირმა არ უნდა იმოქმედოს როგორც „უცხოური პრინციპალის აგენტმა“, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა სრულად შევსებული სარეგისტრაციო განცხადება და დამატებითი დოკუმენტები.