https://sputnik-georgia.com/20250603/moizide-da-gaanadgure-saqartvelosi-aziur-farosanastan-brzola-ganaxlda-293621630.html
„მოიზიდე და გაანადგურე": საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
„მოიზიდე და გაანადგურე": საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
Sputnik საქართველო
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან. 03.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-03T11:28+0400
2025-06-03T11:28+0400
2025-06-03T11:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_aaeda648f8cdb98575e480af14575212.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები მიმდინარეობს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინაღმდეგო სპეციალური სადგურების ("მოიზიდე და გაანადგურე") განთავსება და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით წერტილოვანი შეწამვლა მიმდინარეობს. ღონისძიებები მუნიციპალიტეტების მიხედვით მონიტორინგის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ჯგუფები, ფუტკრის დაცვის მიზნით, სადგურებს მხოლოდ არაყვავილოვან (რომელზეც ფუტკარი არ მიდის) მცენარეებზე ამონტაჟებენ. სამუშაოების დაწყებამდე მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება გზავნილების სისტემის მეშვეობით ხდება. უწყების ცნობით, ტემპერატურის მატების და მავნებლის გავრცელების შედეგების გათვალისწინებით, დაიგეგმება ტყის მასივების და ჯაგნარების წამლობის კომპლექსური ღონისძიებები; სოფლის ტერიტორიები კი ეგრეთ წოდებული თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_9cb06c7f4722c007ae3da30854308212.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო
„მოიზიდე და გაანადგურე": საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წერტილოვანი წამლობები მიმდინარეობს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ფაროსანას საწინაღმდეგო სპეციალური სადგურების ("მოიზიდე და გაანადგურე") განთავსება და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით წერტილოვანი შეწამვლა მიმდინარეობს. ღონისძიებები მუნიციპალიტეტების მიხედვით მონიტორინგის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ჯგუფები, ფუტკრის დაცვის მიზნით, სადგურებს მხოლოდ არაყვავილოვან (რომელზეც ფუტკარი არ მიდის) მცენარეებზე ამონტაჟებენ.
სამუშაოების დაწყებამდე მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება გზავნილების სისტემის მეშვეობით ხდება.
უწყების ცნობით, ტემპერატურის მატების და მავნებლის გავრცელების შედეგების გათვალისწინებით, დაიგეგმება ტყის მასივების და ჯაგნარების წამლობის კომპლექსური ღონისძიებები; სოფლის ტერიტორიები კი ეგრეთ წოდებული თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.