https://sputnik-georgia.com/20250603/madloba-levante-giorgi-qocorasvili-espanur-klubs-emsvidobeba-293627897.html
მადლობა, „ლევანტე“: გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ კლუბს ემშვიდობება
მადლობა, „ლევანტე“: გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ კლუბს ემშვიდობება
Sputnik საქართველო
ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 2019 წელს გადავიდა 03.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-03T18:22+0400
2025-06-03T18:22+0400
2025-06-03T18:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/03/293621330_0:173:1440:983_1920x0_80_0_0_971955b9770ccbd51d12ce18208bdb10.jpg
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. „ლევანტეში“ 19 წლის ასაკში მოვედი და კაცი მივდივარ“ - ასე დაემშვიდობა ესპანურ კლუბს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ახალი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 2019 წელს შეუერთდა. 2025 წლის აპრილში კი ლისაბონის „სპორტინგთან“ კონტრაქტი გააფორმა. პორტალის Transfermarkt-ის ცნობით, პორტუგალიელებმა ქოჩორაშვილში 5,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, მწვრთნელსა და მთელ ტექნიკურ პერსონალს მუდმივი მხარდაჭერისთვის.„რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს ოჯახს – მათ გარეშე ჩემი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა“, - დაწერა ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში.ქართველმა ნახევარმცველმა კლუბი კარგი განწყობით დატოვა - სეზონის ბოლოს „ლევანტე“ ლა ლიგაში ითამაშებს. თავად კოჩორაშვილი კი 2025/2026 წლების სეზონში, ანუ უკვე სექტემბერში, „სპორტინგის“ შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/03/293621330_0:38:1440:1118_1920x0_80_0_0_ff2a69440b08c5014cf4f2b123e66587.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
მადლობა, „ლევანტე“: გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ კლუბს ემშვიდობება
ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 2019 წელს გადავიდა
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. „ლევანტეში“ 19 წლის ასაკში მოვედი და კაცი მივდივარ“ - ასე დაემშვიდობა ესპანურ კლუბს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ახალი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.
ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 2019 წელს შეუერთდა. 2025 წლის აპრილში კი ლისაბონის „სპორტინგთან“ კონტრაქტი გააფორმა. პორტალის Transfermarkt-ის ცნობით, პორტუგალიელებმა ქოჩორაშვილში 5,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
„მადლობა ყველას, ვინც „ლევანტესთან“ არის დაკავშირებული – 19 წლის ასაკში პატარა ბიჭი ჩამოვედი და კაცი მივდივარ. თქვენი დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემს განვითარებაში. ეს არ არის დამშვიდობება, აუცილებლად შევხვდებით მომავალში“, – აღნიშნა ქოჩორაშვილმა.
ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, მწვრთნელსა და მთელ ტექნიკურ პერსონალს მუდმივი მხარდაჭერისთვის.
„რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს ოჯახს – მათ გარეშე ჩემი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა“, - დაწერა ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში.
ქართველმა ნახევარმცველმა კლუბი კარგი განწყობით დატოვა - სეზონის ბოლოს „ლევანტე“ ლა ლიგაში ითამაშებს. თავად კოჩორაშვილი კი 2025/2026 წლების სეზონში, ანუ უკვე სექტემბერში, „სპორტინგის“ შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.