https://sputnik-georgia.com/20250603/irakli-kobaxize-arabta-gaertianebuli-saamiroebis-saxelmwifo-ministrs-sexvda-293630922.html
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
Sputnik საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა კობახიძეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ინვესტორების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 03.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-03T19:26+0400
2025-06-03T19:26+0400
2025-06-03T19:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141566_314:450:3154:2047_1920x0_80_0_0_dd10377edea4d94e6e95ae47ea157554.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საამიროების სახელმწიფო მინისტრი საქართველოს თბილისის მშრალი პორტის გახსნასთან დაკავშირებით ესტუმრა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე − სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. „ხაზი გაესვა მშრალი პორტის პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში, მათ შორის ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შუა დერეფნის მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა კობახიძეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ინვესტორების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მიმართული იქნება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. თბილისის მშრალი პორტი - პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად დღეს ამოქმედდა. ის არის თანამედროვე, ინტერმოდალური ლოჯისტიკური ცენტრი - ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელება, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს. მშრალი პორტი თბილისის აეროპორტიდან 7 კმ-ში, 286 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული. დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200 ათას TEU-მდეა გათვალისწინებული. აქციების 60%-ს ფლობს არაბული კომპანია Abu Dhabi Ports Group-ი და არის მთავარი პარტნიორი მშრალი პორტის მშენებლობის პროექტში. საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში. გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან. შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141566_798:440:2941:2047_1920x0_80_0_0_7b51d6812f4d56002bd6dc1f517a66e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა კობახიძეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ინვესტორების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საამიროების სახელმწიფო მინისტრი საქართველოს თბილისის მშრალი პორტის გახსნასთან დაკავშირებით ესტუმრა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე − სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.
„ხაზი გაესვა მშრალი პორტის პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში, მათ შორის ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შუა დერეფნის მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მშრალი პორტის პროექტთან ერთად, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საინვესტიციო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 6 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება.
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა კობახიძეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ინვესტორების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მიმართული იქნება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ.
თბილისის მშრალი პორტი - პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად დღეს ამოქმედდა. ის არის თანამედროვე, ინტერმოდალური ლოჯისტიკური ცენტრი - ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელება, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს.
მშრალი პორტი თბილისის აეროპორტიდან 7 კმ-ში, 286 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული. დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა.
ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200 ათას TEU-მდეა გათვალისწინებული.
აქციების 60%-ს ფლობს არაბული კომპანია Abu Dhabi Ports Group-ი და არის მთავარი პარტნიორი მშრალი პორტის მშენებლობის პროექტში.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.