საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

© AP Photo / Andrew Harnikსაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2025
გამოწერა
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ჟერონ კლიკსა და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ენდრიუ ჯუველის შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო და აღინიშნა ეკონომიკური განვითარების პოზიტიური შედეგები.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ბევრ სექტორში.
მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს მადლობა გადაუხადა საქართველოს მაკრო-ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გატარების პროცესში მხარდაჭერისთვის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა 21 მაისს დაიწყო, რომელიც სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება. მისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის.
ყველა ახალი ამბავი
0