https://sputnik-georgia.com/20250602/ra-etapzea-kaxetsi-hesis-msenebloba-293613955.html
რა ეტაპზეა კახეთში ჰესის მშენებლობა
რა ეტაპზეა კახეთში ჰესის მშენებლობა
Sputnik საქართველო
საქართველოში განახლებადი ენერგეტიკული რესურსით მიღებული თითოეული კილოვატსაათი, რომელიც ენერგეტიკულ სისტემას შეემატება, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასთან... 02.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-02T18:04+0400
2025-06-02T18:04+0400
2025-06-02T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს რეგიონები
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1e/290673262_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_45598e51804cc4c6f67c9ce44f38ab6e.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. კახეთში 33 მგვტ სიმძლავრის „სტორი 1" - ჰესის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე სტორზე (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ჰესი 2025 წლის ბოლოს უნდა ამოქმედდეს. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 33,6 მგვტ წლიური გამომუშავება - 150 მლნ. კვტ/სთ, ხოლო საპროექტო ინვესტიცია 44,85 მლნ აშშ დოლარი. პროექტის მშენებლობის ეტაპზე სხვადასხვა პერიოდულობით დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სადგურის ოპერირების ფაზაზე მუდმივად 30-მდე ადამიანი დასაქმდება. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სამშენებლო სამუშაოებში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეებია დასაქმებული. ამ მიზნით ინვესტორმა კომპანიამ ადგილობრივი პერსონალის გადამზადების/დატრენინგების პროგრამები დააფინანსა. კახეთში, მდინარე სტორზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის „სტორი - 1"-ის სამშენებლო სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი გაეცნო. ჯუბო ტურაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ სადგურისა და სადერივაციო გვირაბის, აგრეთვე სხვა ობიექტების მშენებლობის პროცესს გაეცნო. „საქართველოს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. სტორი 1- ჰესის მშენებლობა ამის საუკეთესო მაგალითია. მსგავსი სადგურების ექსპლუატაცია პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგებასთან და რაც მთავარია, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებასთან", - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა. საქართველოში განახლებადი ენერგეტიკული რესურსით მიღებული თითოეული კილოვატსაათი, რომელიც ენერგეტიკულ სისტემას შეემატება, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასთან გვაახლოებს, დასძინა მან. აღსანიშნავია, რომ „სტორი 1" - ის ინვესტორი კომპანია ასევე ახორციელებს სოციალურ პროექტებს სადგურის სიახლოვეს მდებარე სოფელ ლეჩურში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპანია სოფლის მცხოვრებლებს მძიმე ტექნიკით სხვადასხვა ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად, აგრეთვე მატერიალურ მხარდაჭერას უჭერს სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვ. „სტორი 1 ჰესის" მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და, მედიის ცნობით, ჰესს შპს „სტორი“ აშენებს.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1e/290673262_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_358929562d83f31261bf8e51e34d62b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს რეგიონები, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს რეგიონები, კახეთი
რა ეტაპზეა კახეთში ჰესის მშენებლობა
საქართველოში განახლებადი ენერგეტიკული რესურსით მიღებული თითოეული კილოვატსაათი, რომელიც ენერგეტიკულ სისტემას შეემატება, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასთან გვაახლოებს, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. კახეთში 33 მგვტ სიმძლავრის „სტორი 1" - ჰესის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე სტორზე (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ჰესი 2025 წლის ბოლოს უნდა ამოქმედდეს. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 33,6 მგვტ წლიური გამომუშავება - 150 მლნ. კვტ/სთ, ხოლო საპროექტო ინვესტიცია 44,85 მლნ აშშ დოლარი.
პროექტის მშენებლობის ეტაპზე სხვადასხვა პერიოდულობით დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სადგურის ოპერირების ფაზაზე მუდმივად 30-მდე ადამიანი დასაქმდება.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სამშენებლო სამუშაოებში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეებია დასაქმებული. ამ მიზნით ინვესტორმა კომპანიამ ადგილობრივი პერსონალის გადამზადების/დატრენინგების პროგრამები დააფინანსა.
კახეთში, მდინარე სტორზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის „სტორი - 1"-ის სამშენებლო სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი გაეცნო.
ჯუბო ტურაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ სადგურისა და სადერივაციო გვირაბის, აგრეთვე სხვა ობიექტების მშენებლობის პროცესს გაეცნო.
„საქართველოს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. სტორი 1- ჰესის მშენებლობა ამის საუკეთესო მაგალითია. მსგავსი სადგურების ექსპლუატაცია პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგებასთან და რაც მთავარია, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებასთან", - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.
საქართველოში განახლებადი ენერგეტიკული რესურსით მიღებული თითოეული კილოვატსაათი, რომელიც ენერგეტიკულ სისტემას შეემატება, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასთან გვაახლოებს, დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ „სტორი 1" - ის ინვესტორი კომპანია ასევე ახორციელებს სოციალურ პროექტებს სადგურის სიახლოვეს მდებარე სოფელ ლეჩურში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
კომპანია სოფლის მცხოვრებლებს მძიმე ტექნიკით სხვადასხვა ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად, აგრეთვე მატერიალურ მხარდაჭერას უჭერს სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვ.
„სტორი 1 ჰესის" მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და, მედიის ცნობით, ჰესს შპს „სტორი“ აშენებს.