https://sputnik-georgia.com/20250602/qartul-bankebshi-depozitebis-moculoba--293610473.html
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით 47,83% შეადგინა 02.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-02T14:05+0400
2025-06-02T14:05+0400
2025-06-02T14:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/38/238693861_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_5d9903371ad999ef5eb64c05580ec815.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით 58,78 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 309,88 მლნ ლარით, ანუ 0,53%-ით ნაკლებია აპრილის დასაწყისთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.ანგარიშის მიხედვით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 581,76 მლნ ლარით, ანუ 2,15%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 271,88 მლნ ლარით, ანუ 0,86%-ით გაიზარდა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა 47,83%, რაც 0,6 პროცენტული პუნქტით მეტია 1 აპრილის მდგომარეობასთან შედარებით.საშუალოშეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა ვადიან დეპოზიტებზე აპრილში 6,39% შეადგინა, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებზე 9,43%, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე კი 2,71%.მარტის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/38/238693861_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_681a82f7963ab4198627410aa5bc07fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით 47,83% შეადგინა
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით 58,78 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 309,88 მლნ ლარით, ანუ 0,53%-ით ნაკლებია აპრილის დასაწყისთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ანგარიშის მიხედვით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 581,76 მლნ ლარით, ანუ 2,15%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 271,88 მლნ ლარით, ანუ 0,86%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა 47,83%, რაც 0,6 პროცენტული პუნქტით მეტია 1 აპრილის მდგომარეობასთან შედარებით.
საშუალოშეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა ვადიან დეპოზიტებზე აპრილში 6,39% შეადგინა, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებზე 9,43%, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე კი 2,71%.
მარტის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.