https://sputnik-georgia.com/20250602/mowametas-monastramde-misasvleli-gzis-reabilitacia-dasrulda-293614901.html
მოწამეთას მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
მოწამეთას მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
მოწამეთას მონასტერი იმერეთში გელათის მონასტერთან ახლოს მდებარეობს, მათ კანიონი და მთა ჰყოფს. 02.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-02T19:21+0400
2025-06-02T19:21+0400
2025-06-02T19:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23774/36/237743660_0:236:4528:2783_1920x0_80_0_0_ea50c167c83da29196c8feac0665962f.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მოწამეთას მონასტერთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,69 მილიონი ლარით დაფინანსდა.მოწამეთას მონასტერი იმერეთში გელათის მონასტერთან ახლოს მდებარეობს, მათ კანიონი და მთა ჰყოფს. ძველი წყაროების თანახმად, აქ VIII საუკუნის დასაწყისში მდებარეობდა ხარების ეკლესია, რომელიც 735-737 წლებში მურვან ყრუს მეთაურობით შემოსეულმა არაბთა ლაშქარმა დაწვა. შემოსევას წინ აღუდგნენ არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე, მაგრამ დამარცხდნენ და ტყვედ ჩავარდნენ. მურვან ყრუს მათი მოქცევა სურდა, მაგრამ დავითმა და კონსტანტინემ ამაზე მტკიცე უარი თქვეს. ისინი ცხრა დღის განმავლობაში აწამეს, შემდეგ კი რიონში დაახრჩვეს. გადმოცემით, როდესაც ნაპირზე მათი ცხედრები იპოვეს, ადამიანებს მოესმათ უფლის ხმა, რომელმაც აღმოსავლეთისკენ მათი მიტანა უბრძანა იმ ადგილამდე, სადაც მზის ამოსვლას იხილავდნენ. ეს ადგილი აღმოჩნდა დამწვარი ეკლესიის ნანგრევები. სწორედ იქ დაკრძალეს დავითი და კონსტანტინე. XI საუკუნის დასაწყისში ამ ადგილზე ბაგრატ მესამემ დიდი უგუმბათო ტაძარი ააგო და მოწამეთას მონასტერი დააარსა. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ნაგებობა – მოწამე დავითისა და კონსტანტინეს ტაძარი, 1845 წელს აგებული სამრეკლო და ქვის გალავანი კოშკით. მოწამეთობის დღესასწაული 15 ოქტომბერს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23774/36/237743660_251:0:4276:3019_1920x0_80_0_0_46de4f18b0e77afc50f91845b0b7f4b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები
მოწამეთას მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
მოწამეთას მონასტერი იმერეთში გელათის მონასტერთან ახლოს მდებარეობს, მათ კანიონი და მთა ჰყოფს.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მოწამეთას მონასტერთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,69 მილიონი ლარით დაფინანსდა.
„ჩატარდა გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. მოეწყო გვერდულები, საგზაო ნიშნები, უსაფრთხოების მარეგულირებლები, კიუვეტები, მიერთებები და საყრდენი კედელი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოწამეთას მონასტერი იმერეთში გელათის მონასტერთან ახლოს მდებარეობს, მათ კანიონი და მთა ჰყოფს.
ძველი წყაროების თანახმად, აქ VIII საუკუნის დასაწყისში მდებარეობდა ხარების ეკლესია, რომელიც 735-737 წლებში მურვან ყრუს მეთაურობით შემოსეულმა არაბთა ლაშქარმა დაწვა. შემოსევას წინ აღუდგნენ არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე, მაგრამ დამარცხდნენ და ტყვედ ჩავარდნენ. მურვან ყრუს მათი მოქცევა სურდა, მაგრამ დავითმა და კონსტანტინემ ამაზე მტკიცე უარი თქვეს. ისინი ცხრა დღის განმავლობაში აწამეს, შემდეგ კი რიონში დაახრჩვეს.
გადმოცემით, როდესაც ნაპირზე მათი ცხედრები იპოვეს, ადამიანებს მოესმათ უფლის ხმა, რომელმაც აღმოსავლეთისკენ მათი მიტანა უბრძანა იმ ადგილამდე, სადაც მზის ამოსვლას იხილავდნენ. ეს ადგილი აღმოჩნდა დამწვარი ეკლესიის ნანგრევები. სწორედ იქ დაკრძალეს დავითი და კონსტანტინე. XI საუკუნის დასაწყისში ამ ადგილზე ბაგრატ მესამემ დიდი უგუმბათო ტაძარი ააგო და მოწამეთას მონასტერი დააარსა.
მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ნაგებობა – მოწამე დავითისა და კონსტანტინეს ტაძარი, 1845 წელს აგებული სამრეკლო და ქვის გალავანი კოშკით. მოწამეთობის დღესასწაული 15 ოქტომბერს აღინიშნება.