https://sputnik-georgia.com/20250602/irakli-kobaxizem-karol-navrockis-polonetis-prezidentis-arcevnebsi-gamarjveba-miuloca-293615643.html
ირაკლი კობახიძემ კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ირაკლი კობახიძემ კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლონეთთან თანამშრომლობა, დაწერა პრემიერმა 02.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-02T19:53+0400
2025-06-02T19:53+0400
2025-06-02T19:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლონეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274207768_0:0:3577:2012_1920x0_80_0_0_054a24269affd1a5e68bee65d58394dd.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა სფეროში, რომელიც ორივე ქვეყნისთვის საერთო ინტერესს წარმოადგენს.პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ დაადასტურა კაროლ ნავროცკის გამარჯვება პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. მან ხმების 50,89% მიიღო. მისმა კონკურენტმა რაფალ ტშასკოვსკიმ 49,11% მიიღო.მთავრობის მეთაურმა კაროლ ნავროცკის წარმატება უსურვა პოლონეთის უწყვეტი განვითარების, კეთილდღეობისა და პოლონელი ხალხის მისწრაფებების შესრულების გზაზე.არჩევნები კვირას, 1 ივნისს გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ ვარშავის მერი და მმართველი კოალიციის წარმომადგენელი რაფალ ტშასკოვსკი და ოპოზიციური კონსერვატიული პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ კანდიდატი კაროლ ნავროცკი. კენჭისყრაში მონაწილეობა დაახლოებით 29 მილიონმა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო. აქტივობამ 71,63% შეადგინა.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274207768_447:0:3130:2012_1920x0_80_0_0_ecdae960b112eb73db69362ccba54118.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლონეთთან თანამშრომლობა, დაწერა პრემიერმა
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა სფეროში, რომელიც ორივე ქვეყნისთვის საერთო ინტერესს წარმოადგენს.
პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ დაადასტურა კაროლ ნავროცკის გამარჯვება პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. მან ხმების 50,89% მიიღო. მისმა კონკურენტმა რაფალ ტშასკოვსკიმ 49,11% მიიღო.
„ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას... საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში,“ - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელ Х-ში.
მთავრობის მეთაურმა კაროლ ნავროცკის წარმატება უსურვა პოლონეთის უწყვეტი განვითარების, კეთილდღეობისა და პოლონელი ხალხის მისწრაფებების შესრულების გზაზე.
არჩევნები კვირას, 1 ივნისს გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ ვარშავის მერი და მმართველი კოალიციის წარმომადგენელი რაფალ ტშასკოვსკი და ოპოზიციური კონსერვატიული პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ კანდიდატი კაროლ ნავროცკი. კენჭისყრაში მონაწილეობა დაახლოებით 29 მილიონმა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო. აქტივობამ 71,63% შეადგინა.