https://sputnik-georgia.com/20250602/dres-mtkvris-dacvis-drea-293611012.html
დღეს მტკვრის დაცვის დღეა
დღეს მტკვრის დაცვის დღეა
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს, ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს. 02.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-02T14:41+0400
2025-06-02T14:41+0400
2025-06-02T14:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს ეროვნული სააგენტო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24684/48/246844872_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_dadc83bbcf2b1f4ad4b299c03ece05fa.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მდინარე მტკვარზე აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებითა და მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით აღჭურვილ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს. კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით, 1999 წელს დაარსდა. მტკვრის აუზი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს. მდინარის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24684/48/246844872_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_70fb2043959c3e216ec92f7e3771df4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, თბილისი დღეს
დღეს მტკვრის დაცვის დღეა
გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს, ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა.
მდინარე მტკვარზე აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებითა და მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით აღჭურვილ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს. კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით, 1999 წელს დაარსდა.
მტკვრის აუზი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს.
მდინარის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს.