https://sputnik-georgia.com/20250602/bankebis-mier-gacemuli-kreditebi-i-gaizarda-293607422.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა აპრილში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა აპრილში გაიზარდა
Sputnik საქართველო
აპრილის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 02.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-02T11:12+0400
2025-06-02T11:12+0400
2025-06-02T11:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/66/234066642_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_6be5cf891f3de09508c21d269a3dd06f.jpg
თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, 804,66 მლნ ლარით, ანუ 1,27%-ით გაიზარდა და 1 მაისისთვის 64,21 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 365,16 მილიონი ლარით, ანუ 1,01%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 439,5 მილიონი ლარით, ანუ 1,61%-ით.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის აპრილის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,73 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,09%-ით მეტია. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 18,56 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მარტის მაჩვენებელზე 1,88%-ით მეტია.2025 წლის აპრილში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,34%-ით, ანუ 433,72 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 32,9 მლრდ ლარი შეადგინა.მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 56,75% შეადგინა, რაც 0,14 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2025 წლის 1 აპრილის მაჩვენებელზე.აპრილის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/66/234066642_188:0:1312:843_1920x0_80_0_0_e285027f4624c1690e56c54e17ff86d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა აპრილში გაიზარდა
აპრილის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, 804,66 მლნ ლარით, ანუ 1,27%-ით გაიზარდა და 1 მაისისთვის 64,21 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 365,16 მილიონი ლარით, ანუ 1,01%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 439,5 მილიონი ლარით, ანუ 1,61%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის აპრილის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,73 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,09%-ით მეტია. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 18,56 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მარტის მაჩვენებელზე 1,88%-ით მეტია.
2025 წლის აპრილში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,34%-ით, ანუ 433,72 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 32,9 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 56,75% შეადგინა, რაც 0,14 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2025 წლის 1 აპრილის მაჩვენებელზე.
აპრილის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.