https://sputnik-georgia.com/20250601/yoveltvis-mjeroda-eom-esosesazlebeli-iyo-kvaras-pirveli-komentari-293602562.html
ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო - კვარას პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ
ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო - კვარას პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ
Sputnik საქართველო
კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 01.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-01T12:16+0400
2025-06-01T12:16+0400
2025-06-01T12:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/01/293602130_0:0:800:451_1920x0_80_0_0_d4583e2464b05df1d18b53401c30e258.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ყოველთვის მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ჩემპიონთა ლიგა მომეგო, განაცხადა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ინტერთან“ ფინალური მატჩის შემდეგ ლეგენდარულ დანიელ მეკარე პეტერ შმეიხელთან საუბრისას.„პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენში გამართულ ფინალში მილანის „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი კლუბს შორის. ერთი გოლი ზომერის კარში ხვიჩა კვარაცხელიამ (73-ე წუთზე) გაიტანა. ის გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა.ფეხბურთელის თქმით, „პსჟ“ ჩემპიონობას იმსახურებდა ჯერ კიდევ იანვარში, მის გადასვლამდე.„ფეხბურთში ხშირად გხვდება რთული მომენტები, რომლებიც უნდა გადალახო. ჩვენ ეს შევძელით. ფინალში „ინტერის“ 5:0 დამარცხება მარტივი არ არის“, - აღიარა კვარაცხელიამ.მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ოჯახივით არის, ფეხბურთელები ცდილობენ ერთმანეთს მაქსიმალურად დაეხმარონ, რაშიც კლუბის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს უდიდესი დამსახურებაა.„მწვრთნელი საოცრად მუშაობს, ყველაფერს იდეალურად გვიხსნის და ჩვენც ვცდილობთ, ეს მოედანზე გადავიტანოთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.მიუნხენში გამართული ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პარიზელთა 19 წლის ვინგერი დეზირე დუე დასახელდა. მან ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.„პსჟ“-ს „ინტერთან“ გამარჯვება ანგარიშით 5:0 ჩემპიონთა ლიგის ფინალის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.„პსჟ“ ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ამ სეზონში ლუის ენრიკეს გუნდმა უკვე მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერთასი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/01/293602130_26:0:737:533_1920x0_80_0_0_c8a8d6259e2c3c3de896b61edf87fb11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო - კვარას პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ
კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ყოველთვის მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ჩემპიონთა ლიგა მომეგო, განაცხადა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ინტერთან“ ფინალური მატჩის შემდეგ ლეგენდარულ დანიელ მეკარე პეტერ შმეიხელთან საუბრისას.
„პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენში გამართულ ფინალში მილანის „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი კლუბს შორის. ერთი გოლი ზომერის კარში ხვიჩა კვარაცხელიამ (73-ე წუთზე) გაიტანა. ის გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა.
„აღწერა მიჭირს. ეს საოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ. ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო...მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ყველაფერს ერთად მივაღწიეთ - კლუბთან და მწვრთნელებთან ერთად“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ფეხბურთელის თქმით, „პსჟ“ ჩემპიონობას იმსახურებდა ჯერ კიდევ იანვარში, მის გადასვლამდე.
„ფეხბურთში ხშირად გხვდება რთული მომენტები, რომლებიც უნდა გადალახო. ჩვენ ეს შევძელით. ფინალში „ინტერის“ 5:0 დამარცხება მარტივი არ არის“, - აღიარა კვარაცხელიამ.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ოჯახივით არის, ფეხბურთელები ცდილობენ ერთმანეთს მაქსიმალურად დაეხმარონ, რაშიც კლუბის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს უდიდესი დამსახურებაა.
„მწვრთნელი საოცრად მუშაობს, ყველაფერს იდეალურად გვიხსნის და ჩვენც ვცდილობთ, ეს მოედანზე გადავიტანოთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
მიუნხენში გამართული ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პარიზელთა 19 წლის ვინგერი დეზირე დუე დასახელდა. მან ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
„პსჟ“-ს „ინტერთან“ გამარჯვება ანგარიშით 5:0 ჩემპიონთა ლიგის ფინალის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.
„პსჟ“ ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ამ სეზონში ლუის ენრიკეს გუნდმა უკვე მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერთასი.