რას სთავაზობს "ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი" სტუმრებს

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2025
გამოწერა
ფესტივალის მთავარი მიზანი ქართული ღვინისა და რეგიონული ტრადიციების პოპულარიზაციაა, აღნიშნავენ ორგანიზატორები
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში მეორე დღეა ძველ თბილისში, გორგასლის მოედანზე, "ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი" იმართება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალის ფარგლებში იმართება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინოების დეგუსტაცია; ასევე მასტერკლასები, სადაც პროფესიონალები სტუმრებს ქართული ღვინის კულტურას და ტრადიციებს აცნობენ, წარმოდგენილია ვიზუალური მასალა ღვინის წარმოების ისტორიისა და აწყმოს შესახებ.
„ღონისძიება ხელს უწყობს ქართული კულტურის განვითარებას და ამავდროულად აცოცხლებს ამ ადგილის ისტორიულ დატვირთვას –გორგასლის მოედანი, რომელსაც წარსულში "შაითან ბაზარი" ეწოდებოდა, ისტორიულად იყო სივრცე, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის პროდუქცია იყრიდა თავს", - აღნიშავენ ფესტივალის ორგანიზატორები.
მათი განცხადებით, ფესტივალის მთავარი მიზანი ქართული ღვინისა და რეგიონული ტრადიციების პოპულარიზაციაა.
"ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალის" ორგანიზატორები "წისქვილი ჯგუფი" და "მეიდან ჯგუფი" არიან. ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
"ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამას" ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით მეორე წელია ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.
ფესტივალი ორდღიანია და ის დღეს დასრულდება.
გუშინ ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში "ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალიც" გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0