https://sputnik-georgia.com/20250601/psj-s-gamarjvebis-arnisna-areulobasi-gadaizarda-arian-darupulebi-293605126.html
„პსჟ“-ს გამარჯვების აღნიშვნა არეულობაში გადაიზარდა - არიან დაღუპულები და დაკავებულები
„პსჟ“-ს გამარჯვების აღნიშვნა არეულობაში გადაიზარდა - არიან დაღუპულები და დაკავებულები
Sputnik საქართველო
ზეიმის ეპიცენტრი შანზ-ელიზე იყო, სადაც ქომაგები წვამდნენ ფაიერებს, ისროდნენ ფეიერვერკებსა და მაშხალებს. 01.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-01T15:52+0400
2025-06-01T15:52+0400
2025-06-01T15:52+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
სპორტი
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24328/74/243287448_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_57471b69913c7ef63051f47cff3dcc3b.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების აღნიშვნისას 550-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ორი ადამიანი გარდაიცვალა, იტყობინება რადიოსადგური RMC.პარიზში და მთელ საფრანგეთში ჩემპიონთა ლიგაში „პსჟ“-ს გამარჯვება ქუჩებში ხმაურიანად აღნიშნეს. კლუბმა ანგარიშით 5:0 მილანის „ინტერი“ დაამარცხა და ისტორიაში პირველად ამ პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.ასევე ორი ადამიანი დაიღუპა. პარიზის მე-15 რაიონში მოპედით მოძრაობისას 20 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა. მეორე მსხვერპლი 17 წლის ბიჭი იყო, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ლანდის დეპარტამენტში, ზეიმის დროს დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ზეიმის ეპიცენტრი შანზ-ელიზე იყო. ქომაგები ანთებდნენ ფაიერებს, ისროდნენ ფეიერვერკებს და მაშხალებს. ქომაგები პსჟ-ს დროშებით ხელში ასევე დრიფტაობდნენ მოტოციკლებითა და მანქანებით და ასიგნალებდნენ.კვირას, შანზ-ელიზეზე პსჟ-ს ფეხბურთელების მონაწილეობით საზეიმო აღლუმი გაიმართება. შემდეგ გუნდს ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24328/74/243287448_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_392704e0937c7a13d826da6bd77fe16c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, სპორტი, საფრანგეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, სპორტი, საფრანგეთი
„პსჟ“-ს გამარჯვების აღნიშვნა არეულობაში გადაიზარდა - არიან დაღუპულები და დაკავებულები
ზეიმის ეპიცენტრი შანზ-ელიზე იყო, სადაც ქომაგები წვამდნენ ფაიერებს, ისროდნენ ფეიერვერკებსა და მაშხალებს.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების აღნიშვნისას 550-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ორი ადამიანი გარდაიცვალა, იტყობინება რადიოსადგური RMC.
პარიზში და მთელ საფრანგეთში ჩემპიონთა ლიგაში „პსჟ“-ს გამარჯვება ქუჩებში ხმაურიანად აღნიშნეს. კლუბმა ანგარიშით 5:0 მილანის „ინტერი“ დაამარცხა და ისტორიაში პირველად ამ პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.
„მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაფიქსირდა 559 დაკავება, შედეგად 254 ადამიანი დააპატიმრეს. პოლიციაში არსებული წყაროს ინფორმაციით, დაშავდა 22 სამართალდამცველი, მათ შორის 7 მეხანძრე, ასევე 192 სამოქალაქო პირი. დაფიქსირდა 692 ხანძარი, მათ შორის 264 - სატრანსპორტო საშუალების“, - იუწყება მედიასაშუალება.
ასევე ორი ადამიანი დაიღუპა. პარიზის მე-15 რაიონში მოპედით მოძრაობისას 20 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა. მეორე მსხვერპლი 17 წლის ბიჭი იყო, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ლანდის დეპარტამენტში, ზეიმის დროს დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ზეიმის ეპიცენტრი შანზ-ელიზე იყო. ქომაგები ანთებდნენ ფაიერებს, ისროდნენ ფეიერვერკებს და მაშხალებს. ქომაგები პსჟ-ს დროშებით ხელში ასევე დრიფტაობდნენ მოტოციკლებითა და მანქანებით და ასიგნალებდნენ.
კვირას, შანზ-ელიზეზე პსჟ-ს ფეხბურთელების მონაწილეობით საზეიმო აღლუმი გაიმართება. შემდეგ გუნდს ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს.