https://sputnik-georgia.com/20250601/premieri-yvela-bavsvs-vusurveb-lar-da-uzrunvel-bavsvobas-293604158.html
პრემიერი: ყველა ბავშვს ვუსურვებ ლაღ და უზრუნველ ბავშვობას
პრემიერი: ყველა ბავშვს ვუსურვებ ლაღ და უზრუნველ ბავშვობას
Sputnik საქართველო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ირაკლი კობახიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა. 01.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-01T14:48+0400
2025-06-01T14:48+0400
2025-06-01T14:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208352_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a77bf55653c39e236d9f80375b59658f.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, ყველა ბავშვს მთელს საქართველოში ჰქონდეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა და უსაფრთხო გარემო. „ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ და უზრუნველ ბავშვობას", -დაწერა ირაკლი კობახიძემ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავენ, თბილისის სხვადასხვა უბანში დღეს მრავალი აქტივობა გაიმართება, ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღში ჩატარდება. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208352_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a6b6169fb3abce30ec782ed7cd8de30d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება
პრემიერი: ყველა ბავშვს ვუსურვებ ლაღ და უზრუნველ ბავშვობას
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ირაკლი კობახიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
„პირველ რიგში, ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება. ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია", - დაწერა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, ყველა ბავშვს მთელს საქართველოში ჰქონდეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა და უსაფრთხო გარემო.
„ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ და უზრუნველ ბავშვობას", -დაწერა ირაკლი კობახიძემ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავენ, თბილისის სხვადასხვა უბანში დღეს მრავალი აქტივობა გაიმართება, ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღში ჩატარდება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.