https://sputnik-georgia.com/20250601/kvaracxelias-psj-cempionta-ligis-gamarjvebulia-293600428.html
კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა 01.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-01T01:15+0400
2025-06-01T01:15+0400
2025-06-01T01:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/01/293600107_0:495:1440:1305_1920x0_80_0_0_6179703963682cf35d5af4c89a04a68e.jpg
თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა" მილანის „ინტერს" ანგარიშით 5:0 მოუგო.ქართველმა ვინგერმა „პსჟ“-ს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა - მის ანგარიშზე მეოთხე გოლია, რომელიც 73-ე წუთზე გავიდა.ჩემპიონთა ლიგის ფინალი გერმანიის ქალაქ მიუნხენში „ალიანც არენაზე" დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო.ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგას ისტორიაში პირველად იგებს.კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან" ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ" 70 მლნ ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მლნ მიიღო.კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, კვარაცხელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც The Best FIFA Football Awards 2023-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" ფინალისტიც იყო.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/01/293600107_0:360:1440:1440_1920x0_80_0_0_51277f666565a93a1b9c84da88e9f19d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საფრანგეთი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საფრანგეთი
კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა
თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა" მილანის „ინტერს" ანგარიშით 5:0 მოუგო.
ქართველმა ვინგერმა „პსჟ“-ს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა - მის ანგარიშზე მეოთხე გოლია, რომელიც 73-ე წუთზე გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი გერმანიის ქალაქ მიუნხენში „ალიანც არენაზე" დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო.
ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგას ისტორიაში პირველად იგებს.
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან" ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ" 70 მლნ ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მლნ მიიღო.
კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, კვარაცხელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც The Best FIFA Football Awards 2023-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" ფინალისტიც იყო.