https://sputnik-georgia.com/20250601/dreidan-avtosafgurebi-axali-wesebit-imusaveben-293600741.html
დღეიდან ავტოსადგურები ახალი წესებით იმუშავებენ
დღეიდან ავტოსადგურები ახალი წესებით იმუშავებენ
Sputnik საქართველო
სერტიფიკატების ძალაში შესვლის შემდეგ, ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა 01.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-01T10:15+0400
2025-06-01T10:15+0400
2025-06-01T10:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/07/248340779_0:100:3070:1826_1920x0_80_0_0_ad66034ebb8ce93e2eb36aef5ec1514f.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოში ავტოსადგურები 1-ელი ივნისიდან ვალდებული არიან საქმიანობის გასაგრძელებლად სერტიფიკატები აიღონ, რომლის თანახმად ავტოსადგურებში დამონტაჟდება ელექტრონული ტაბლოები და სპეციალური ბაქნები, ასევე ინერგება ელექტრონული ბილეთების შეძენის სისტემა.ავტოსადგურების სერტიფიცირება ხორციელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, რომელიც ამჟამად ქვეყანაში აქტიურ ფაზაშია.2025 წლის 1-ელი მარტიდან ძალაში შევიდა რეგლამენტი, რომლის თანახმად მძღოლებმა უნდა მიიღონ ნებართვა მგზავრების გადაზიდვაზე.ამავე პერიოდში ძალაში შევიდა რეგლამენტი, რომლის თანახმად, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა პერიოდულად უნდა გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება და წარმოადგინონ ჯანმრთელობის ცნობა.სერტიფიკატების ძალაში შესვლის შემდეგ, ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა და თითოეულისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება:ქვეყანაში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მხოლოდ ავტოსადგურიდან ავტოსადგურამდე იმოძრავებს. მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტების მიხედვით განხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/07/248340779_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_2511ee1f7bcc9d60d266879d9329fad0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება
დღეიდან ავტოსადგურები ახალი წესებით იმუშავებენ
სერტიფიკატების ძალაში შესვლის შემდეგ, ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოში ავტოსადგურები 1-ელი ივნისიდან ვალდებული არიან საქმიანობის გასაგრძელებლად სერტიფიკატები აიღონ, რომლის თანახმად ავტოსადგურებში დამონტაჟდება ელექტრონული ტაბლოები და სპეციალური ბაქნები, ასევე ინერგება ელექტრონული ბილეთების შეძენის სისტემა.
ავტოსადგურების სერტიფიცირება ხორციელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, რომელიც ამჟამად ქვეყანაში აქტიურ ფაზაშია.
2025 წლის 1-ელი მარტიდან ძალაში შევიდა რეგლამენტი, რომლის თანახმად მძღოლებმა უნდა მიიღონ ნებართვა მგზავრების გადაზიდვაზე.
ამავე პერიოდში ძალაში შევიდა რეგლამენტი, რომლის თანახმად, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა პერიოდულად უნდა გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება და წარმოადგინონ ჯანმრთელობის ცნობა.
სერტიფიკატების ძალაში შესვლის შემდეგ, ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა და თითოეულისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
პირველი კლასის ავტოსადგურიდან მოხდება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა სამგზავრო რეისების განხორციელება.
მეორე კლასის ავტოსადგურიდან მოხდება შიდა გადაზიდვები, საერთაშორისო გადაზიდვები განხორციელდება მხოლოდ პირველი კლასის ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში.
მესამე კლასის ავტოსადგურში შიდა გადაზიდვები განხორციელდება, ხოლო საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისები შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება პირველი და მეორე კლასის სადგურები, ან მათი ტევადობა არასაკმარისია.
ქვეყანაში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მხოლოდ ავტოსადგურიდან ავტოსადგურამდე იმოძრავებს. მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტების მიხედვით განხორციელდება.