https://sputnik-georgia.com/20250531/saqartvelos-ekonomika-zrdas-ganagrzobs-statistika-293591129.html
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - აპრილის სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - აპრილის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო, სამთო-მომპოვებელმა დარგებმა 31.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-31T11:33+0400
2025-05-31T11:33+0400
2025-05-31T11:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/99/247769978_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_95bc62e28d876edb808403aa3cd9ad9e.jpg
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის“ მონაცემებში.მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მშპ-ის საშუალო მაჩვენებელმა 8,8% შეადგინა.„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო, სამთო-მომპოვებელი, უძრავი ქონება, ტრანსპორტი და დასაწყობება.კლების ტენდენცია მშენებლობისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.რა გაიზარდა და რამდენით2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 14,2%-ით, იმპორტი კი 15,7%-ით გაიზარდა.გასულ თვეში ქვეყანაში 5,8 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 14,3%-ით ნაკლებია გასული წლის აპრილთან შედარებით.„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მოცულობა 9,4%-ით გაიზარდა და 14,1 მილიარდი ლარი შეადგინა“, - განაცხადა თოდრაძემ ბრიფინგზე.საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მოცულობის ზრდით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.საფინანსო და სადაზღვევო სექტორის ზრდა განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდას.საფინანსო და სადაზღვევო სექტორის ზრდა განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდას.სამთომოპოვებითი სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ფერადი ლითონის მადნების მოპოვებით, რაც ასევე აისახა საგარეო ვაჭრობის ტენდენციებზე - ეს იყო ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი.უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა განპირობებული იყო არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებითა და მართვით დაკავებული კომპანიების ბრუნვის გაფართოებით. ასევე გაიზარდა უძრავი ქონების სააგენტოების მიერ გაწეული მომსახურების მოცულობა.ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტს უკავშირდება, გაზრდილია როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/99/247769978_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_29bc4a0a769162be0f5b5a938f277b20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - აპრილის სტატისტიკა
11:33 31.05.2025 (განახლებულია: 11:58 31.05.2025) ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო, სამთო-მომპოვებელმა დარგებმა
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის“ მონაცემებში.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მშპ-ის საშუალო მაჩვენებელმა 8,8% შეადგინა.
„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო, სამთო-მომპოვებელი, უძრავი ქონება, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია მშენებლობისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 14,2%-ით, იმპორტი კი 15,7%-ით გაიზარდა.
გასულ თვეში ქვეყანაში 5,8 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 14,3%-ით ნაკლებია გასული წლის აპრილთან შედარებით.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მოცულობა 9,4%-ით გაიზარდა და 14,1 მილიარდი ლარი შეადგინა“, - განაცხადა თოდრაძემ ბრიფინგზე.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მოცულობის ზრდით და ზოგადად IT-კონსალტინგის გაფართოებით.
საფინანსო და სადაზღვევო სექტორის ზრდა განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდას.
საფინანსო და სადაზღვევო სექტორის ზრდა განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდას.
სამთომოპოვებითი სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ფერადი ლითონის მადნების მოპოვებით, რაც ასევე აისახა საგარეო ვაჭრობის ტენდენციებზე - ეს იყო ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი.
უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა განპირობებული იყო არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებითა და მართვით დაკავებული კომპანიების ბრუნვის გაფართოებით. ასევე გაიზარდა უძრავი ქონების სააგენტოების მიერ გაწეული მომსახურების მოცულობა.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტს უკავშირდება, გაზრდილია როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები.