მოსაზრება: Wunderwaffe-ს ერთობლივი წარმოება - უკრაინა განწირულია

© photo: Sputnik / Maria Dimentova / გადასვლა მედიაბანკშირაკეტა TAURUS KEPD 350К
რაკეტა  TAURUS KEPD 350К  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2025
გამოწერა
ნატოს წევრი ევროპის ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის არსენალები და პოტენციალი რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ძალთა ბალანსს ვერ ცვლის. გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადება უკრაინაში შორი მანძილის რაკეტებისა და უპილოტო აპარატების ერთობლივი წარმოების შესახებ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის განზრახვას ასახავს — გააგრძელონ პროქსი-ომი რუსეთთან „უკანასკნელი უკრაინელის“ და „ნეზალეჟნაიას“ სრულად განადგურებამდე. მაგრამ, მერე რა?
28 მაისს კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლება აპირებს, კიევისთვის სამხედრო დახმარება გააფართოოს, მათ შორის, დაფაროს ამერიკული Starlink-ის ტერმინალების ხარჯი. ბერლინი დააფინანსებს უკრაინაში შორი მანძილის რაკეტებისა და დრონების ერთობლივ წარმოებას. მერცმა ხაზგასმით აღნიშნა: „არანაირი შეზღუდვა დარტყმებზე“. მოგვიანებით კი გერმანულ ტელეარხ ZDF-ის ეთერში არ გამორიცხა ფრთოსანი რაკეტების — Taurus-ის გადაცემაც. ეს იყო ხმაურიანი განცხადება, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსები.
რთული სარაკეტო შეიარაღების ექსპლუატაცია მოითხოვს უკრაინელი ოფიცრების მრავალთვიან მომზადებას ან გერმანელი სპეციალისტების გაგზავნას „აღმოსავლეთის ფრონტზე“. საეჭვოა ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევს გერმანული ფულით სურს, შეიმუშაოს საკუთარი ფრთოსანი რაკეტა წარმოუდგენელი — 2500 კმ მანძილით.
ნატოს ქვეყნებს შორის ასეთი რაკეტების წარმოება მხოლოდ აშშ-ში ხდება (Tomahawk — თითოეულის ფასი დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარია). გერმანიას არ აქვს წარმოების ბაზა, რომელიც 500 კმ-მდე რადიუსის მქონე ფრთოსანი რაკეტების მასობრივ გამოშვებას უზრუნველყოფს, ხოლო ბუნდესვერის არსენალში არსებული 600 რაკეტიდან მხოლოდ მესამედია საბრძოლო მზადყოფნაში.
„შესაძლებლობის ფარგლებში მიწოდება“ და თუნდაც გერმანული ნაწარმის „ერთობლივი წარმოება“ (მონტაჟი) უკრაინაში, სადაც არც ტექნოლოგიური ბაზა არსებობს და არც სპეციალისტები სერიული წარმოებისთვის, საომარ თეატრში ვითარებას არ ცვლის. Taurus-ის პირველივე გაშვების შემდეგ, ბერლინი რუსეთის საპასუხო დარტყმის „ლეგიტიმური სამიზნე“ გახდება. კრემლს შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.
რევანშისტული ჟინით შეპყრობილი გერმანიის ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტად ავნოს რუსეთს. უკრაინის არმიის ფრონტზე დანაკარგების შევსების მიზნით, ბერლინი მზად არის, ოპერატიულად გადასცეს კიევს დამატებითი დახმარება 5 მილიარდი ევროს ოდენობით, გაძლიერებული მობილიზაციის პირობით.
ზელენსკი უახლოეს პერიოდში გეგმავს, ევროპისგან, დაახლოებით, 30 მილიარდი დოლარის მიღებას, უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისა და ომის გაგრძელებისთვის. ასეთი „ზრუნვა“ უკრაინას კარგს არაფერს უქადის.
გერმანული დახმარების ინტრიგა მრავალგანზომილებიანია, თუმცა, უკრაინის არმიისთვის ტექნოლოგიურ რევოლუციას მაინც არ მოიტანს...
გასათვალისწინებელია, რომ უკრაინელი სპეციალისტები წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ ანტისაზღვაო რაკეტა „ნეპტუნის“ სრულფასოვან შემუშავებას. „იუჟმაშის“ საწარმოო სიმძლავრეები კი უკვე გაანადგურა რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა, მათ შორის, კომპლექს „ორეშნიკის“ პირველი გამოყენებით.სწრა
ფად და ეფექტიანად შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების წარმოების შექმნა უკრაინაში შეუძლებელია, თუნდაც ფული არ დაგენანოს. გაცილებით რეალისტურია ნატოს მზა შეიარაღების მიწოდების გაგრძელება, რომელიც უკრაინაში, უბრალოდ, სხვა წარწერებით და სახელებით გამოჩნდება.
ცნობილია, რომ უკრაინის საზღვაო დრონი „მაგურა-7“, ძირითადად გერმანულ კომპონენტებზეა აგებული და ატარებს ამერიკულ საზენიტო რაკეტა AIM-9 Sidewinder-ებს ინფრაწითელი დამიზნებით. იგივე სერიას მიეკუთვნება „თითქმის უკრაინული“ დრონები „ლიუტი“ და „პერემოჟეცი“, რომლებსაც მალე ჯერჯერობით არგადარქმეული ავსტრალიური Flamingo Mk3 შეუერთდება — უპილოტო აპარატი, რომელსაც შეუძლია 10 კგ-მდე ტვირთის გადატანა, მაქსიმუმ 1800 კმ მანძილზე. ასეთი მოწყობილობების აქტიურმა გამოყენებამ, შესაძლოა, ფარდის ფუნქციაც შეასრულოს — დასავლური ფრთოსანი რაკეტების, მათ შორის, Taurus-ის, დანერგვის დასაფარად.
ბერლინის ხმაურიანი განცხადებების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გერმანიის კანცლერს შეახსენა:
„გერმანია იმავე გზას დაადგა, რომელსაც გასულ საუკუნეში ორჯერ – საკუთარ კატასტროფამდე.“

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა, გაცილებით მკაცრად და პირდაპირ მიანიშნა — გერმანია უნდა მოემზადოს საპასუხო დარტყმებისთვის. შეგახსენებთ: „ორეშნიკის“ რაკეტების ფრენის დრო სამ წუთს არ აღემატება.
ნატოს ქვეყნებში ბევრს უკვე ესმის, რომ რუსეთზე განხორციელებული შორი დარტყმების შემთხვევაში, ბირთვული შურისძიების ალბათობა იზრდება. ბელარუსის ტერიტორიაზე 2025 წელს გამოჩნდება ახალი საშუალო მოქმედების ბალისტიკური კომპლექსები „ორეშნიკი“, 4000 კმ-მდე სროლის რადიუსით, და მათი პირველი სამიზნეები უკვე განსაზღვრულია.
გამოცემა The American Conservative-მა 28 მაისს შენიშნა:
„სანამ ევროპის (და ბრიტანეთის) ხელმძღვანელობა მოქმედებს ისე, თითქოს, ისინი შეერთებულ შტატებს ან რუსეთს უტოლდებიან, არ ექნებათ არც ძალა და არც პოლიტიკური ნება, დაიწყონ არსებითი მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად“.
და დასძინა:
„ევროპელები ამ პროქსი-ომში სერიოზულ სამხედრო ძალას არ ფლობენ, მაგრამ მზად არიან, იბრძოლონ რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე. როცა ეს უკანასკნელი უკრაინელი დაიღუპება, ევროპელები დიდი ენთუზიაზმით გააგრძელებენ ბრძოლას უკრაინაში — უკვე უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცის ხარჯზე. ტრამპი ამას კარგად ხვდება“.
ვაშინგტონის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის უსასრულო გაგრძელების იმედები თანდათან ქრებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ მას არ გააჩნია რეალური ბერკეტები, რათა რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს. და არც აქვს საჭიროება, რომ გააჭიანუროს ნატოსთვის ეს უიმედო კონფლიქტი.
ფაქტობრივად, პანიკური იყო ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, განცხადება კიევისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების და რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების რადიუსზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ეს თეატრალიზებული სანახაობა უკრაინის საომარ არენაზე ძალთა ბალანსს ვერ შეცვლის. დასავლეთის უპასუხისმგებლო პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე პროქსი-ომში მხოლოდ ერთ რამეს გვამცნობს: უკრაინა სრული განადგურებისათვისაა განწირულია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0