მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო

© Courtesy of Roads Department of Georgiaხიდი არაგვზე
ხიდი არაგვზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2025
გამოწერა
ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა მომავალ წელს შეძლებს.
თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე არსებული არაგვის ხიდის გვერდით ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული. ხიდის სავალი ნაწილი ხშირად ზიანდება, რის გამოც პერიოდულად უტარდება აღდგენითი სამუშაოები. ეს პროცესი დროებით ზღუდავს მოძრაობას ცენტრალურ მაგისტრალზე და დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას.
„არსებული ხიდის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხიდის რეაბილიტაცია ვერ უზრუნველყოფს მის სრულყოფილ აღდგენას და საჭიროა უფრო მასშტაბური სამუშაოები, რაც გამოიწვევს ხიდის ჩაკეტვას ერთ წელზე მეტი პერიოდით", - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, რადგან ხიდს არ აქვს ალტერნატიული მარშრუტი და გადაადგილების ასეთი შეზღუდვა მნიშვნელოვან შეფერხებას შექმნის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, უმოკლეს ვადებში მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და უკვე დაიწყო მშენებლობა.
ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა მომავალ წელს შეძლებს. ხიდის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 20 მლნ ლარია.
მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0