https://sputnik-georgia.com/20250531/italiasi-lavasorli-daakaves-293599714.html
იტალიაში ლავასოღლი დააკავეს
იტალიაში ლავასოღლი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავების ოპერაციის შემდეგ ის „რეჯინა კოელის“ ციხეში გადაიყვანეს. 31.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-31T22:37+0400
2025-05-31T22:37+0400
2025-05-31T22:37+0400
იტალია
საქართველო
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250845956_0:69:2426:1434_1920x0_80_0_0_3c2013ff97d35e13c767a89edb0bdc67.jpg
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ცნობილი კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ 22 მაისს იტალიაში, რომის „ჩამპინოს“ აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.44 წლის ლავასოღლი იტალიელმა სამართალდამცავებმა ჩამპიონის აეროპორტში გერმანული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილში შენიშნეს. დაკავების ოპერაციის შემდეგ ის „რეჯინა კოელის“ ციხეში გადაიყვანეს.როგორც იტალიური გამოცემა იუწყება, გორაძე კოორდინაციას უწევდა შეკვეთილი დანაშაულების ჩადენას ოდესაში და უკრაინის სხვა ქალაქებში, მისი დავალებით 2021 წლის აგვისტოში მკვლელობის მუქარით 350 ათასი დოლარის გამოძალვის ფაქტი მოხდა.მინდია გორაძე 2023 წლიდან მიმალვაშია და საერთაშორისო ძებნაში იყო დანაშაულებრივი გაერთიანებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით. 2023 წლის თებერვალში ის ალბანეთში დააკავეს.
იტალია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250845956_212:0:2215:1502_1920x0_80_0_0_ff57fe7f6bbb8db92c0b3d8f8ae257cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იტალია , საქართველო, შემთხვევები, ახალი ამბები
იტალია , საქართველო, შემთხვევები, ახალი ამბები
იტალიაში ლავასოღლი დააკავეს
დაკავების ოპერაციის შემდეგ ის „რეჯინა კოელის“ ციხეში გადაიყვანეს.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ცნობილი კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ 22 მაისს იტალიაში, რომის „ჩამპინოს“ აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია
ავრცელებს.
44 წლის ლავასოღლი იტალიელმა სამართალდამცავებმა ჩამპიონის აეროპორტში გერმანული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილში შენიშნეს. დაკავების ოპერაციის შემდეგ ის „რეჯინა კოელის“ ციხეში გადაიყვანეს.
როგორც იტალიური გამოცემა იუწყება, გორაძე კოორდინაციას უწევდა შეკვეთილი დანაშაულების ჩადენას ოდესაში და უკრაინის სხვა ქალაქებში, მისი დავალებით 2021 წლის აგვისტოში მკვლელობის მუქარით 350 ათასი დოლარის გამოძალვის ფაქტი მოხდა.
მინდია გორაძე 2023 წლიდან მიმალვაშია და საერთაშორისო ძებნაში იყო დანაშაულებრივი გაერთიანებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით. 2023 წლის თებერვალში ის ალბანეთში დააკავეს.