https://sputnik-georgia.com/20250531/ianos-boka-ungreti-saqartvelos-xmaa-evrokavsirsi-masinac-rodesac-mis-gacumebas-cdiloben-293589625.html
იანოშ ბოკა: უნგრეთი საქართველოს ხმაა ევროკავშირში მაშინაც, როდესაც მის გაჩუმებას ცდილობენ
იანოშ ბოკა: უნგრეთი საქართველოს ხმაა ევროკავშირში მაშინაც, როდესაც მის გაჩუმებას ცდილობენ
Sputnik საქართველო
საქართველო და უნგრეთი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, ხალხები კი კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, განაცხადა მინისტრმა 31.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-31T10:12+0400
2025-05-31T10:12+0400
2025-05-31T10:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274213805_0:4:500:285_1920x0_80_0_0_a2d9abcd6b10077162769dd382eedf51.jpg
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ და რჩება საქართველოს ხმად ევროკავშირში მაშინაც კი, როდესაც სხვები მის გაჩუმებას ცდილობენ, განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საკითხებში მინისტრმა იანოშ ბოკამ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ მოქმედებათა კონფერენციაში (Conservative Political Action Conference – CPAC) მონაწილეობს. როგორც ღონისძიებას გახსნაზე კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროპული ინტეგრაციის კურსის ერთგულია, მაგრამ პოლიტიკური სარგებლისთვის ღირსებას და იდენტობას არ დათმობს.როგორც ბოკამ აღნიშნა, საქართველო და უნგრეთი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, ხალხები კი კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.„ორივემ ვიცით, რომ ეს იოლად მოსაპოვებელი არ არის და არც უფასოა. ორივე თაყვანს ვცემთ ჩვენს ფესვებს და ფასეულობებს. ორივე, ევროპელი ერი ვართ არა იმიტომ, რომ ეს ვინმემ დაგვიდასტურა, არამედ იმიტომ, რომ ეს ასეა, ათასწლეულებზე მეტი ხანია“, - განაცხადა ბოკამ.მისი თქმით, როგორც უნგრეთი, ისე საქართველო ამაყი ქვეყნებია და ასეთებად უნდა დარჩნენ.„თავისუფლების ორი კუნძული ვართ ძველი ახალი იმპერიების ოკეანეში. ჩვენ ხელს ვუწვდით ერთმანეთს, ვაშენებთ ხიდებს და მომავალს ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ ჩვენი მხრიდან ერთგულების დასადასტურებლად. დაე, თვალწარმტაც ქვეყანაში, სახელად საქართველო, იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - განაცხადა იანოშ ბოკამ.საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც პერიოდულად პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზრდება. საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ დაიწყო, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა.საქართველო და ევროკავშირისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს იყენებენ საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად, ისევე როგორც ეს მოხდა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274213805_0:0:500:375_1920x0_80_0_0_013cea1b799c4b7f056daa5b30bbf3ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, უნგრეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, უნგრეთი
იანოშ ბოკა: უნგრეთი საქართველოს ხმაა ევროკავშირში მაშინაც, როდესაც მის გაჩუმებას ცდილობენ
საქართველო და უნგრეთი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, ხალხები კი კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ და რჩება საქართველოს ხმად ევროკავშირში მაშინაც კი, როდესაც სხვები მის გაჩუმებას ცდილობენ, განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საკითხებში მინისტრმა იანოშ ბოკამ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ მოქმედებათა კონფერენციაში (Conservative Political Action Conference – CPAC) მონაწილეობს. როგორც ღონისძიებას გახსნაზე კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროპული ინტეგრაციის კურსის ერთგულია, მაგრამ პოლიტიკური სარგებლისთვის ღირსებას და იდენტობას არ დათმობს.
„უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარების და კადრების გადამზადების გზით. გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ. თქვენს გვერდით ვართ დარშიც და ავდარშიც“, - განაცხადა ბოკამ.
როგორც ბოკამ აღნიშნა, საქართველო და უნგრეთი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, ხალხები კი კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.
„ორივემ ვიცით, რომ ეს იოლად მოსაპოვებელი არ არის და არც უფასოა. ორივე თაყვანს ვცემთ ჩვენს ფესვებს და ფასეულობებს. ორივე, ევროპელი ერი ვართ არა იმიტომ, რომ ეს ვინმემ დაგვიდასტურა, არამედ იმიტომ, რომ ეს ასეა, ათასწლეულებზე მეტი ხანია“, - განაცხადა ბოკამ.
მისი თქმით, როგორც უნგრეთი, ისე საქართველო ამაყი ქვეყნებია და ასეთებად უნდა დარჩნენ.
„თავისუფლების ორი კუნძული ვართ ძველი ახალი იმპერიების ოკეანეში. ჩვენ ხელს ვუწვდით ერთმანეთს, ვაშენებთ ხიდებს და მომავალს ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ ჩვენი მხრიდან ერთგულების დასადასტურებლად. დაე, თვალწარმტაც ქვეყანაში, სახელად საქართველო, იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - განაცხადა იანოშ ბოკამ.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც პერიოდულად პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზრდება. საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ დაიწყო, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს იყენებენ საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად, ისევე როგორც ეს მოხდა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.